რეჯეპ ტაიპ ერდოღანი სირიაში რუსეთის ინტერვენციას შეცდომას უწოდებს

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge ოქტომბერი 11, 2015 21:01

რეჯეპ ტაიპ ერდოღანი სირიაში რუსეთის ინტერვენციას შეცდომას უწოდებს

erdoganთურქეთის პრეზიდენტი რეჯეპ ტაიპ ერდოღანი სირიაში რუსეთის ინტერვენციას შეცდომას უწოდებს, ოფიციალურ მოსკოვს კი მოუწოდებს, შეწყვიტოს ბაშარ ასადის დახმარება.რეჯეპ ტაიპ ერდოღანი მიიჩნევს, რომ ასადის რეჟიმის მხარდაჭერით, რუსეთი საერთაშორისო საზოგადოებისგან კიდევ უფრო მეტად მოექცევა იზოლაციაში.

შეგახსენებთ, კვირას რუსულმა ავიაგამანადგურებლებმა თურქეთის საჰაერო სივრცე სირიის საზღვრიდან დაარღვიეს. მათ გზა თურქულმა „ეფ 16-ებმა“ გადაუჭრეს. ამ ინციდენტის გამო, თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში რუსეთის ელჩი დაიბარეს და საპროტესტო ნოტა გადასცეს.

ამასთან, ცნობილი გახდა, რომ თურქეთის საჰაერო სივრცის დარღვევის ფაქტზე, ჩრდილოატლანტიკური საბჭოს სხდომა გაიმართება. იენს სტოლტენბერგის განმარტებით, სხდომის ჩატარება მან თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ფერიდუნ სინირლიოღლუსთან შეხვედრის შემდეგ გადაწყვიტა.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge ოქტომბერი 11, 2015 21:01