“რეფორმატორების” სკანდალური ვიდეო და პოლიტიკური დევნა

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge მაისი 4, 2015 22:37

“რეფორმატორების” სკანდალური ვიდეო და პოლიტიკური დევნა

სოციალურ ქსელებში პოლიტიკური პარტია “რეფორმატორები” სკანდალურ ვიდეო ჩანაწერს ავრცელებს, სადაც ნათლად სჩანს როგორ აგინებს პოლიციის ოფიცერი პარტია “რეფორმატორების” ლიდერს და მათ წარმომადგენლებს.

“რეფორმატორების” განცხადებით 29 აპრილს ადგილი ჰქონდა პოლიციის მხრიდან აგრესული ფორმით პოლიტიკურ დევნას, რის საფუძველზეც უკანონოდ დარბეულ იქნა ,,სიტი პარკის’’ წინააღმდეგ გამართული აქცია. დაკავებულ იქნა პარტიის ლიდერები ირაკლი ღლონტი, ნიკა კირვალიძე, კახა კუკავა და ბეჟან გუნავა, რომელთა წინააღმდეგ პოლიციის მიერ კანონის დარღვევით შედგენილ იქნა სამართალდარღვევის ოქმები და მიმდინარეობს სასამართლო პროცესები.
რეფორმატორების ლიდერის – ირაკლი ღლონტის განცხადებით შს სამინისტრომ სასამართლოს ვერ წარუდგინა ვერავითარი მტკიცებულება, მათ სამართალდამცავები პოლიციის მიმართ უპატივცემულობის გამოხატვაში, დაუმორჩილეობასა და სიტყვიერ შეურაცხყოფაში ედავება, თუმცა ამის არავითარი მტკიცებულება არ გააჩნიათ.
პოლიციის მიერ სასამართლოში წარდგენილი კადრებით ნათელი გახდა, რომ თავად პოლიციის მხრიდან ადგილი აქვს არაერთ უკანონობას , მათ შორის პარტიის ლიდერის და მისი წარმომადგენლების მიმართ სიტყვიერ შეურაცხყოფას.

https://youtu.be/fZ0gQEbrrTs

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge მაისი 4, 2015 22:37