რეპროდუქციულ ჯანმრთელობასთან და უფლებებთან დაკავშირებული პრობლემების მოსაგვარებლად კოალიცია შეიქმნა

news
ავტ.: news თებერვალი 6, 2015 14:22

რეპროდუქციულ ჯანმრთელობასთან და უფლებებთან დაკავშირებული პრობლემების მოსაგვარებლად კოალიცია შეიქმნა

ქალთა  პრობლემებსა და რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე მომუშავე ორგანიზაციებმა კოალიცია შექმნეს. კოალიცია  ”რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და უფლებებისთვის” ასოციაცია ჰერა XXI-ს ინიციატივით ჩამოყალიბდა. მასში 15-მდე ორგანიზაცია არის გაწევრიანებული.  კოალიციის პრეზენტაცია და სამოქმედო გეგმის გაჟღერება საინფორმაციო სააგენტო ”პირველის” პრესკლუბში გაიმართა.

”ოჯახის დაგეგმვის სერვისები; კონტრაცეფტივებზე ხელმიუწვდომლობა; უსაფრთხო აბორტი; სელექციური აბორტი; სოციალურად დაუცველი, მოწყვლადი ჯგუფების სტიგმა-დისკრიმინაცია; ახალგაზრდებისა და მოზარდების სწორი რეპროდუქციული ქცევა და მასთან დაკავშირებული  ტენდენციების პრევენცია; მოსახლეობის ამ საკითხებზე ინფორმირებულობის დონე – ეს ის საკითხებია, რომლებიც საქართველოში მწვავე პრობლემად დგას. რეპროდუქციული ჯანმრთელობა ჯერ კიდევ რჩება სფეროდ, რომელიც უამრავი გამოწვევის წინაშე დგას და ბევრი ბარიერის გადალახვა უწევს. კოალიციის მიზანია ადვოკატირება გაუწიოს ისეთ პრობლემურ საკითხებს როგორებიცაა: რეპროდუქციულ  ჯანმრთელობის სერვისებზე ხელმიუწვდომლობა, ინფორმირებული არჩევანისა და ჯანმრთელობის მართვის უფლება-შესაძლებლობა” -აცხადებს ასოციაცია ჰერა XXI-ს წარმომადგენელი მაია ჯაფარიძე.

კოალიციის წევრებმა რეპროდუქციული ჯანმრთელობის სფეროში საკანონმდებლო ბარიერებსა და განათლების სისტემის ხარვეზებზეც ისაუბრეს და მოგვარების მათეულ ხედვა გააცნეს ჟურნალისტებს.

“კოალიცია თვლის, რომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ, კულტურული კონტექსტისა და ასაკის გათვალისწინებით, უნდა შეიმუშავოს ადეკვატური “რეპროდუქციული ჯანმრთელობის და უფლებების” საგანმანათლებლო პროგრამა და დანერგოს სკოლებში. ასევე, აუცილებელია მასწავლებლებისთვის სათანადო ტრენინგების ჩატარება, რომელთა მიზანი იქნება გენდერული თანასწორობის, გოგონების განათლების უფლებისა და ოჯახის დაგეგმვის საკითხების შესახებ კვალიფიციური ინფორმაციის მიწოდება”-აცხადებს კოალიციის წევრი ხათუნა ხაჟომია.

რაც შეეხება იურიდიულ მხარეს კოალიცის წევრმა და კონსტიტუციის 42-ე მუხლის ნათია ჩაჩანიძემ ვრცლად ისაუბრა საკანონმდებლო დონეზე არსებულ ბარიერებსა და მათ მოგვარების გზებზე:

“კოალიცია საჭიროდ მიიჩნევს, ჩვენს მიერ დასახელებული პრობლემების დასარეგულირებად შეიქმნას ერთი  კანონი რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და სქესობრივი უფლებების შესახებ” -განაცხადა ჩაჩანიძემ.

კოალიციაში გაერთიანებული არიან სამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციები;   რეგიონული და ადგილობრივი არასამთავრობი ორგანიზაციები, დამოუკიდებელი ექსპერტები, მასმედიისა და ახალგაზრდული ორგანიზაციების წარმომადგენლები.

კოალიციასა და მის იდეებს მხარს ჭერს საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი.

კოალიცია ღიაა თანამშრომლობისთვის და იწვევს  ნებისმიერ ორგანიზაციას რომელიც იზიარებს კოალიციის მიზნებს და სურს აღნიშნულ საკითხებზე მუშაობისა და ადვოკატირების პროცესში ჩართვა.

 

news
ავტ.: news თებერვალი 6, 2015 14:22

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


9,509
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics