რა საშიშროება შეიქმნება ზოოპარკის თბილისის ზღვაზე გადატანით?!

news
ავტ.: news ივლისი 17, 2015 14:01

რა საშიშროება შეიქმნება ზოოპარკის თბილისის ზღვაზე გადატანით?!

მნიშვნელოვანი

  • არქიტექტორი გიგა ბათიაშვილი ზოოპარკის თბილისის ზღვაზე გადატანის იდეას არ ეთანხმება. გიგა ბათიაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ზოოპარკის გადატანის აუცილებელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ცხოველები თავის საზღვრებში აღარ ეტევიან, კვლავ არსებობს საშიშროება და სასურველია, ქალაქის ეს მონაკვეთი სარეკრეაციო ზონად გადაიქცეს. თუმცა, მისი მოსაზრებით, არავითარი აუცილებლობა არ არსებობს, რომ ზოოპარკი თბილისის საზღვრებში განთავსდეს. არქიტექტორი მიიჩნევს, რომ "ვოლიერების ზოოპარკის დრო მოკვდა" და ზოოპარკი უნდა იყოს ლანდშაპტში, ზონებად დაყოფილი.

სხვა სტატიები

არქიტექტორი გიგა ბათიაშვილი ზოოპარკის თბილისის ზღვაზე გადატანის იდეას არ ეთანხმება. გიგა ბათიაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ზოოპარკის გადატანის აუცილებელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ცხოველები თავის საზღვრებში აღარ ეტევიან, კვლავ არსებობს საშიშროება და სასურველია, ქალაქის ეს მონაკვეთი სარეკრეაციო ზონად გადაიქცეს. თუმცა, მისი მოსაზრებით, არავითარი აუცილებლობა არ არსებობს, რომ ზოოპარკი თბილისის საზღვრებში განთავსდეს. არქიტექტორი მიიჩნევს, რომ “ვოლიერების ზოოპარკის დრო მოკვდა” და ზოოპარკი უნდა იყოს ლანდშაპტში, ზონებად დაყოფილი.
გიგა ბათიაშვილი თბილისის ზღვისა და აეროპორტის ასაფრენი ბილიკის სიახლოვეზე ამახვილებს ყურადღებას და ზოოპარკის აშენების შემთხვევაში, ამ კუთხით მოსალოდნელ ხარვეზებზე საუბრობს.
“თბილისის ზღვის გრძივი ღერძი ერთი ერთზე ემთხვევა აეროპორტის ასაფრენ ბილიკს. ყველაზე მეტად თეორიული საშიშროება თვითმფრინავების დაჯდომის და აფრენის მომენტია. რას ნიშნავს აეროპორტი და თბილისის ზღვა? ასაფრენი ბილიკიდან პირდაპირი მანძილი ძალიან მოკლეა, თვითმფრინავი ჯერ არ არის ასული თავის სიმაღლეზე, საწყის ფაზაში ყველაზე ძლიერად მაქსიმალური ბრუნვებით მუშაობს ძრავი და ხმაურის კოეფიციენტი აღემატება ყოვლეგვარ დასაშვებ ნორმებს. ცხოველები საოცრად რეაგირებენ, მონადირეებმა ძალიან კარგად იციან როგორ ხდება ცხოველების დაფრთხობა-ხმაურით. თბილისის ზღვის ზეგანი სარეკრეაციო ტერიტორიაა, არის ქარიანი. ეს მომენტები ყველაფერი გასათვალისწინებელია, ამიტომ, ჩემი აზრით, მაინცდამაინც თავის შეწუხება, რომ ზოოპარკი თბილისში ავაშენოთ, არ არის სწორი, შეიძლება მოვძებნოთ ადგილი, სადაც შეიძლება სოფლის მეურნეობისათვის გამოუსადეგარი დიდი ტერიტორიები გამოყენებული იყოს. რაც მეტად დასერილი იქნება, მით უფრო საინტერესო იქნება”, – აღნიშნა გიგა ბათიაშვილმა.

news
ავტ.: news ივლისი 17, 2015 14:01