“რა პარტიაც არ უნდა შექმნან ისინი მუდმივად დარჩებიან დამნაშავე ნაციონალებად”

news
ავტ.: news მაისი 27, 2015 14:29

“რა პარტიაც არ უნდა შექმნან ისინი მუდმივად დარჩებიან დამნაშავე ნაციონალებად”

“დემოკრატიული მოძრაობის” პოლიტიკური მდივნის, გიგლა ბარამიძის შეფასებით არანაირი მნიშვნელობა არ აქვს სად წავა “ნაციონალური მოძრაობის” ერთი ან უფრო მეტი წევრი.

მისივე თქმით, ყოფილი წევრები ამაოდ ცდილობენ მათი ნაბიჯები აღქმული იყოს პატიოსანი პოლიტიკოსის მიერ გადადგმულ ნაბიჯად, რადგან ისინი ვერანაირ ინდულგენციას ვერ მიიღებენ.

“არანაირი მნიშვნელობა არ აქვს „ნაციონალური მოძრაობის“ ერთი, ორი თუ ათი წევრი ოჩოპინტრესავით სად გადახტება და გადმოხტება. მთავარია ის, რომ არც ერთ მათგანს დამნაშავე რეჟიმის ჩამოყალიბებისათვის ქართველი მოსახლეობის წინაშე ბოდიში არ მოუხდია. ეს ის ადამიანები არიან, რომლებმაც 2012 წლის არჩევნების შემდეგ, სპორტის სასახლეში გამართულ ყრილობაზე ხელმეორედ დაუჭირეს მხარი დამნაშავე მიხეილ სააკაშვილის პარტიის თავმჯდომარედ და დამნაშავე ვანო მერაბიშვილის გენერალურ მდივნად დანიშვნას და ამით გახდნენ „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ჩადენილი ყველა დანაშაულის თანამონაწილე, ასე რომ ისინი მუდმივად დარჩებიან დამნაშავე ნაციონალებად!“ – განაცხადა გიგლა ბარამიძემ.

news
ავტ.: news მაისი 27, 2015 14:29