რა მოთხოვნას უყენებს ლევან მამალაძე ხელისუფლებას?

news
: news იანვარი 22, 2015 15:46

რა მოთხოვნას უყენებს ლევან მამალაძე ხელისუფლებას?

მნიშვნელოვანი

  • ქვემო ქართლში პრეზიდენტის ყოფილი რწმუნებული, ლევან მამალაძე, რომელიც ამჟამად საზღვარგარეთ იმყოფება,

სხვა სტატიები

ქვემო ქართლში პრეზიდენტის ყოფილი რწმუნებული, ლევან მამალაძე, რომელიც ამჟამად საზღვარგარეთ იმყოფება, საქართველოში ჩამოსვლის სანაცვლოდ ხელისუფლებას პირობებს უყენებს.

ლევან მამალაძე ხელისუფლებას მისი საქმის გადახედვისა და ხელახალი გამოძიებისკენ მოუწოდებს და ამის მიზეზად, მის საქმეში გამოვლენილ ახალ გარემოებებს ასახელებს.

მისი თქმით, თუ იქნება პოლიტიკური ნება, რომ მას ძებნილის სტატუსი მოუხსნან, ის ჩამოვა საქართველოში და წარსდგება მართლმსაჯულების წინაშე.

„როგორ ჩამოვიდე? სააკაშვილმა ვერ დამიჭირა და ეხლა მაგათ უნდა ჩავუჯდე ციხეში?“- განაცხადა მამალაძემ.

ყოფილ რწმუნებულს ბრალად განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის გამოძალვა ედება. 2006 წელს მას ქართულმა მართლმსაჯულებამ თავისუფლების 17 წლით აღკვეთა განუსაზღვრა.

 

news
: news იანვარი 22, 2015 15:46

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


6,085
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics