რატომ დატოვა ფრაქცია “ქართული ოცნების” სხდომა ზაქარია ქუცნაშვილმა?

news
ავტ.: news თებერვალი 23, 2015 18:21

რატომ დატოვა ფრაქცია “ქართული ოცნების” სხდომა ზაქარია ქუცნაშვილმა?

ფრაქცია “ქართული ოცნების” სხდომა, სადაც უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოსტზე ნინო გვენეტაძის კანდიდატურასთან დაკავშირებით მსჯელობენ, დეპუტატმა ზაქარია ქუცნაშვილმა დატოვა.
ქუცნაშვილი განმარტავს, რომ არ სურს ფრაქციის სხდომაში მონაწილეობის მიღებით კოლეგებს რაიმე უხერხულობა შეუქმნას და იმის გამო, რომ მათ გადაწყვეტილება თავისუფალ რეჟიმში შეძლონ, ფრაქციის სხდომას დროებით ტოვებს.
ზაქარია ქუცნაშვილი მიიჩნევს, რომ ვინაიდან თავადაც ჰქონდა სურვილი წარმოდგენილი ყოფილიყო უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე, ეს გარემოება ფრაქციის წევრებზე გარკვეულ უხერხულობას შექმნიდა.
ამ წუთებში პარლამენტში ფრაქცია “ქართული ოცნების” სხდომა მიმდინარეობს. ფრაქციას საპარლამენტო უმრავლესობის სხვა წარმომადგენლებიც შეუერთდებიან და უზენაესი სასამართლოს კანდიდატის თემაზე მსჯელობა უმრავლესობის ფორმატში გაგრძელდება.

news
ავტ.: news თებერვალი 23, 2015 18:21

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


2,418
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics