რატომ დარჩა სუფთად ,,ნაციონალების,, ოფისი სენაკში? (+ფოტოები)

ქეთი ფერაძე
ავტ.: ქეთი ფერაძე ოქტომბერი 30, 2015 20:13

რატომ დარჩა სუფთად ,,ნაციონალების,, ოფისი სენაკში? (+ფოტოები)

გასული ოქტომბრის თვე ქართულ მედიასივრცეში რუსთავი-2 სასამართლო პრცესებითა და ყოფილი ხელისუფლების დროს გადაღებული, მაგრამ აქამდე გამოუქვეყნებელი ფარული ვიდეოჩანაწერების გამომზეურებით აღინიშნა და ასევე ფარულად ჩაწერილი, ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენელთა სატელეფონო საუბრებით დაგვირგვინდა.

რეაქცია, რომელიც საზოგადოების მხრიდან წამების ამსახველი ფარული ჩანაწერების მედიაში გამომზეურებას და ამ კადრების, ადგილობრივი ხელისუფლებების ხელსეწყობით ქუჩებში სახალხო ჩვენებებს მოჰყვა, არაერთგვაროვანი იყო და ხშირად წინააღმდეგობრივი. მიუხედავად ამისა, საზოგადოების გარკვეული ნაწილის პროტესტი, კადრებში ასახული დანაშაულებრივი ქმედებების გამო, პირდაპირ და იქნა მიმართული ყოფილი სახელისუფლებო პარტიის წინააღმდეგ და ამას, გარკვეულწილად ადგილზე არსებულმა ხელისუფლებამაც შეუწყო ხელი. დარბეული და საღებავებით დასვრილი იქნა ნაციონალური მოძრაობის ოფისები საქართველოს თითქმის ყველა რაიონში, მათ შორის სამეგრელოშიც. თუმცა სამეგრელოში აღმოჩნდა ერთი გამონაკლისი, ერთი განსაკუთრებული რაიონის სახით, რომლის ადგილობრივი ხელისუფლება განსაკუთრებულად ერიდება ნაციონალური მოძრაობის ხსენებას.

მოგეხსენაბათ, რომ სამეგრელო 8 მუნიციპალიტეტისაგან შედგება, რომელთა შორის 7-ში… ფოთში, ზუგდიდში, ხობში, აბაშაში, მარტვილში, წალენჯიხასა და ჩხოროწყუში ნაციონალური მოძრაობის ოფისებს წითელი საღებავები ესროლეს, ზოგან კი ფანჯრებიც ჩაამტვრიეს და დაარბიეს. ოფისისთვის საღებავი არ უსვრიათ და არ დაურბევიათ მხოლოდ ერთ რაიონში, სენაკში…

ისმის ერთი ლოგიკური და მარტივი კითხვა… რატომ დარჩა სუფთად ნაციონალების ოფისი სენაკში?

ამ მარტივ კითხვაზე, ერთი შეხედვით მარტივი, მაგრამ დამაფიქრებელი პასუხი არსებობს…
იმიტომ, რომ სენაკში, სააკაშვილის დროინდელი ხელისუფლებაში მყოფი ყველა ,,ნაციონალი,, ახლა ,,ქართული ოცნების,, ოფისში და შესაბამისად ადგილობრივ ხელისუფლებაში ზის… ამ სიტუაციის ,,შემომქმედი,, კი – სენაკის რაიონის გამგებელია… ხოლო ,,ნაციონალების,, ოფისში ძირითადად ის ადმიანები არიან, რომლებიც წინა ხელისუფლების დანაშაულებებთან არ ასოცირდებიან, ამიტომაც მათკენ ტალახის სროლა, ,,ოცნებად,, გადაღებილმა ყოფილმა ,,ნაცებმა,, ვერ გაბედეს.

კახაბერ ადამია ,,თაიმერი,,

/იხილეთ ,,ნაციონალების,, ოფისზე საღებავების სროლის ამსახველი ფოტოები სამეგრელოს 7 რაიონში/

აბაშა

აბაშა

ზუგდიდი

ზუგდიდი

 

ფოთი

ფოთი

ჩხოროწყუ

ჩხოროწყუ

წალენჯიხა

წალენჯიხა

ხობი

ხობი

მარტვილი

მარტვილი

ქეთი ფერაძე
ავტ.: ქეთი ფერაძე ოქტომბერი 30, 2015 20:13

Google სტატისტიკა


14,306
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics