რამდენია სააკაშვილის და გაიდარის ხელფასი?

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge სექტემბერი 13, 2015 15:54

რამდენია სააკაშვილის და გაიდარის ხელფასი?

რამდენია სააკაშვილის და გაიდარის ხელფასი?რამდენია სააკაშვილის და გაიდარის ხელფასი? ოდესელები იმაზე ფიქრობენ რა ფორმით გაუწიონ მათ ფინანსური დახმარება.

ოდესის გუბერნიის ადმინისტრაციის მონაცემების მიხედვით, ოლქის გუბერნატორის, მიხეილ სააკაშვილის ხელფასი 5644 გრივენია (228 ევრო). მისი თანაშემწის, მარია გაიდარის ხელფასი1218 გრივენია (49 ევრო). სააკაშვილის მოადგილეს ვლადიმირ ჟმაკას ხელფასი ოდნავ მეტია და ის თვეში 4980 გრივენს, ანუ 202 ევროს შეადგენს.

ოდესელების ინტერნეტ-პორტალზე “დუმსკაია”, ინფორმაციის გამოქვეყნების შემდეგ კომენტარები არ წყდება.
-“საერთოდ რატომ გამოაქვეყნეს ეს სასაცილო ინფორმაცია. 1500 გრივენი ხელფასი? ისინი, რა ნორმალურები არ არიან?”,
-“1218 გრივენი. ნუთუ გაიდარი იდეის ისეთი ერთგულია, რომ თანახმაა ამ ე.წ. ხელფასზე იმუშავოს? კიდევ ერთხელ იგდებენ ხალხს სასაცილოდ”,
-“მოდი, გავარკვიოთ, როგორ ცხოვრობენ ამ ფულით. 1218 გრივენი კომუნალურების გადასახდელადაც არ კმარა”,

-“აი, წავიკითხე ეს ინფორმაცია და მე მდიდარ პენსიონერს შემრცხვა… იქნებ დახმარების რაიმე ფონდი დავაარსოთ და პენსიონერებმა შევწიროთ ათ-ათი გრივენი. ჩვენთვის ათი გრივენი არაფერია, სამაგიეროდ, მათ დაეხმარება”,
-“აქედან დასკვნა: უკრაინის ერთგული რომ იყო და ყურადღება არ მიაქციო შიმშილით მობუყბუყე მუცელს, ხელფასს უცხოეთში უნდა იღებდე, ან ყოფილი ხელისუფლების “სუფთა” მილიონერი უნდა გახდე ”
-“საცოდავები, ალბათ შიმშილობენ”.

ასეთია კომენტარების ნაწილი, რომელიც ოდესის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის და მისი მოადგილეების სახელფასო განაკვეთის შესახებ ცნობამ გამოიწვია ოდესელებში.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge სექტემბერი 13, 2015 15:54

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


9,509
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics