რადიო “აფხაზეთის ხმის” მაუწყებლობა აღდგენილია

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge აგვისტო 22, 2015 00:19

რადიო “აფხაზეთის ხმის” მაუწყებლობა აღდგენილია

რადიო “აფხაზეთის ხმის” მაუწყებლობა აღდგენილია.

afxazetis xma

“არ ვიცი, რისი დატესტვა უნდოდა ხელისუფლებას ამ ორდღიანი გათიშვით, მაგრამ მაუწყებლობა სწორედ იმ პირობით – დავალიანების გადავადებაზე შეთანხმებით აღდგა, რასაც “აფხაზეთის ხმა” თავიდანვე ითხოვდა ტელერადიოცენტრისგან”–აცხადებს რადიო “აფხაზეთის ხმის” საინფორმაციო სამსახურის  ხელმძღვანელი ლაშა ბერულავა.მისივე თქმით პირველ დღეს ტელერადიოცენტრი საერთოდ არ აკეთებდა კომენტარს, მეორე დღეს, როცა თემა აიწია, მიიწვია მედია და კომენტარი ჩააწერინა. ფაქტი ერთია – გადაწყვეტილება მყისიერად შეიცვალა და არც ამ გადაწყვეტილების მიღება, არც მისი შეცვლა არ იყო მხოლოდ ტელერადიოცენტრის მოქმედება.
ხელისუფლებამ ტესტის პასუხი მიიღო: “აფხაზეთის ხმას” მხარი იმ მედიასაშუალებებმაც დაუჭირეს, რომელთა სარედაქციო პოლიტიკა განსხვავებულია. ხელისუფლებამ გაიგო, რომ ასეთ დროს მედია მოქმედებს ცნობილი პრინციპით, როცა ერთზე თავდასხმა განიხილება ყველაზე თავდასხმად.

და რაც მთავარია, საზოგადოების რეაქცია, თქვენი – ჩემი მეგობრების, “აფხაზეთის ხმის” მსმენელებისა და მკითხველების პოზიცია იყო სწორი და პრინციპული – ხელისუფლებამ ესეც დაინახა–აცხადებს ბერულავა
დიდი მადლობა ყველას, ვინც მხარი დაგვიჭირა და დარწმუნებული ვარ, ხელისუფლების ყველა, ღია თუ ფინანსურ საბურველში შეფუთული ზეწოლა მედიის წინააღმდეგ კრახით დასრულდება.

უახლოეს მომავალში, სავარაუდოდ, შეიქმნება მძლავრი მედიაასოციაცია, რომელიც დაიცავს მედიასაშუალებების უფლებებს, რომ მისი მაუწყებლობის გამორთვა და ჩართვა ასე მარტივი არ იყოს და არ იყოს დამოკიდებული რომელიმე ჩინოვნიკზე–განუცხადა”თაიმერს” ლაშა ბერულავამ.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge აგვისტო 22, 2015 00:19

Google სტატისტიკა


7,467
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics