რადიკალი ისლამისტები გერმანიაში მასშტაბურ ტერაქტებს გეგმავენ

news
: news იანვარი 17, 2015 18:23

რადიკალი ისლამისტები გერმანიაში მასშტაბურ ტერაქტებს გეგმავენ

larmann_germaniaრადიკალი ისლამისტები გერმანიაში მასშტაბურ ტერაქტებს გეგმავენ.

ამის შესახებ ინფორმაცია ქვეყნის სპეცსამსახურს ერთდროულად რამდენიმე ქვეყნის დაზვერვის სამსახურმა მიაწოდა.

გავრცელებული ცნობით, თავდასხმების სამიზნე, შესაძლოა, ბერლინსა და დრეზდენში მდებარე რკინიგზის სადგურები გახდეს.

ისლამისტების მიმოწერით ირკვევა ისიც, რომ რადიკალები ტერაქტის მოწყობას დრეზდენში ისლამიზაციის წინააღმდეგ მიმდინარე აქციებზეც გეგმავდნენ.

მოსალოდნელი თავდასხმების გამო ქვეყანაში დაცვა უკვე გააძლიერეს.

უსაფრთხოების ზომები გამკაცრებულია საფრანგეთში, დიდ ბრიტანეთსა და ბელგიაშიც, სადაც ანტიტერორისტული სპეცოპერაციის შემდეგ ქუჩაში 300–მდე სამხედროც გაიყვანეს.

news
: news იანვარი 17, 2015 18:23

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


10,427
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics