ჟურნალისტ მერაბ მეტრეველის ვარაუდით, შეიძლება „ნაციონალები“ ხელისუფლებაში ვერ დაბრუნდნენ, მაგრამ დიდი შანსია, არჩევნებზე რეიტინგის ზრდის გარეშეც სერიოზული შედეგი აჩვენონ

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge თებერვალი 6, 2015 13:51

ჟურნალისტ მერაბ მეტრეველის ვარაუდით, შეიძლება „ნაციონალები“ ხელისუფლებაში ვერ დაბრუნდნენ, მაგრამ დიდი შანსია, არჩევნებზე რეიტინგის ზრდის გარეშეც სერიოზული შედეგი აჩვენონ

მნიშვნელოვანი

  • ჟურნალისტ მერაბ მეტრეველის ვარაუდით, შეიძლება „ნაციონალები“ ხელისუფლებაში ვერ დაბრუნდნენ, მაგრამ დიდი შანსია, არჩევნებზე რეიტინგის ზრდის გარეშეც სერიოზული შედეგი აჩვენონ.

სხვა სტატიები

ჟურნალისტ მერაბ მეტრეველის ვარაუდით, შეიძლება „ნაციონალები“ ხელისუფლებაში ვერ დაბრუნდნენ, მაგრამ დიდი შანსია, არჩევნებზე რეიტინგის ზრდის გარეშეც სერიოზული შედეგი აჩვენონ.  ჟურნალისტ მერაბ მეტრეველის ვარაუდით, შეიძლება „ნაციონალები“ ხელისუფლებაში ვერ დაბრუნდნენ, მაგრამ დიდი შანსია, არჩევნებზე რეიტინგის ზრდის გარეშეც სერიოზული შედეგი აჩვენონ.

„ვიღაცეები ამბობენ: შეიძლება „ოცნების“ რეიტინგი ეცემა, მაგრამ „ნაციონალების“ რეიტინგს არაფერი ემატება, ამიტომ მათი ხელისუფლებაში დაბრუნება ზღაპარიაო.

მე მთლად ასე არ ვიტყოდი. ხელისუფლებაში შეიძლება ვერ დაბრუნდნენ, მაგრამ დიდი შანსია, არჩევნებზე რეიტინგის ზრდის გარეშეც სერიოზული შედეგი აჩვენონ.

როგორ? თუ 2016 წლისთვის „ოცნების“ რეიტინგი საგრძნობლად დაეცა (რისი დიდი შანსია) და პარალელურად ახალი ძალაც არ გამოჩნდა, ეს ნიშნავს, რომ ამომრჩეველის დიდი ნაწილი უბრალოდ სახლში დარჩება, „ნაციონალებმა“ კი ბოლო ორ არჩევნებზე დაამტკიცეს, რომ მათი 300 000 მხარდამჭერი ძალიან აქტიური და მოტივირებულია.

შესაბამისად, ეს 300 000 კაცი, თუ წინა არჩევნებზე 20-22- პროცენტი გამოვიდა, რადგან ყუთებთან მისული ამომრჩევლის რაოდენობა ცოტა არ იყო, 2016 წელს შეიძლება 40 პროცენტადაც იქცეს. გააჩნია ამომრჩეველში ნიჰილიზმი რა დოზით დაისადგურებს და რამდენი ადამიანი დარჩება სახლში. ანუ „ნაციონალებმა“ შეიძლება მათი პროცენტები ისე გაზარდონ, რომ რეიტინგი არც მოემატოთ.

მე როგორც ვატყობ, საკუთარი რეიტინგის მატების იმედი დიდად არც თავად აქვთ და მთელი მათი სტრატეგია სწორედ იქითკენაა მიმართული, რომ, რაც შეიძლება მეტი ამომრჩეველი დატოვონ სახლში ანუ რაც შეიძლება მეტ ადამიანს დაეუფლოს უიმედობის განცდა და დაეკარგოს არჩევნებზე წასვლის სურვილი. ამისთვის ისინი ყველა მეთოდს იყენებენ.

მათ შორის: ცდილობენ თავიანთი რიტორიკით კიდევ უფრო გააღიზიანონ მათზე ისედაც გაღიზიანებული ამომრჩეველი, რომ მერე ისინი „ოცნებაზე“ გაბრაზდნენ, „ნაციონალებს“ როგორ აბლატავებთო. ამ საქმეში მათი მთავარი მოკავშირე „ოცნებაა“ შეცდომების კასკადით!“, – წერს „ფეისბუქის“ პირად გვერდზე მერაბ მეტრეველი.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge თებერვალი 6, 2015 13:51

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


9,509
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics