ჟურნალისტებმა ე.წ. საზღვართან რუსი ოკუპანტების მიერ დადგმული ბანერი ამოიღეს

news
ავტ.: news ივლისი 14, 2015 12:53

ჟურნალისტებმა ე.წ. საზღვართან რუსი ოკუპანტების მიერ დადგმული ბანერი ამოიღეს

stop 1 stop 3ხურვალეთი-ორჭოსანის მონაკვეთზე გადმოწეულ ე.წ. საზღვართან მშვიდობიან საპროტესტო აქციას მართავენ მასმედიის წარმომადგენლები. ჟურნალისტები ადგილზე ეცნობიან შექმნილ ვითარებას.

მედიის წარმომადგენლებმა ცოტა ხნის წინ ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის ტერიტორიის აღმნიშვნელი ბანერი ამოიღეს. ჟურნალისტები აპირებენ მივიდნენ ადგილებზე და რუსი ოკუპანტების მიერ დადგმული მსგავსი ბანერები ამოიღონ.

ჟურნალისტები ადგილობრივ მოსახლეობასაც გაესაუბრნენ. მათი თქმით, რუსმა ოკუპანტებმა მოსავლის ასაღებად დრო შემოდგომამდე მისცეს.

დღის 2 საათისთვის ხელისუფლების წარმომადგენლები შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით ადგილობრივებს შეხვდებიან.

დღის განმავლობაში ასევე, ადგილზე მისვლას არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებიც აპირებენ. ისინი მცოცავ ანექსიას გააპროტესტებენ.

news
ავტ.: news ივლისი 14, 2015 12:53