“ჟვანიას ტუჩთან დაზიანება ხელოვნური სუნთქვის ჩატარების დროს მე მივაყენე”

news
: news იანვარი 23, 2015 16:11

“ჟვანიას ტუჩთან დაზიანება ხელოვნური სუნთქვის ჩატარების დროს მე მივაყენე”

“ზურაბ ჟვანიამ ტუჩთან დაზიანება მაშინ მიიღო, როდესაც მე მას ხელოვნურ სუნთქვას ვუტარებდი,” – ამის შესახებ განცხადება გარდაცვლილი პრემიერ-მინისტრის დაცვის ყოფილმა უფროსმა, კობა ხარშილაძემ, გააკეთა.

ხარშილაძე იმ ეპიზოდზე დაიკითხა, რომელშიც ექსპერტი ლევან ჩაჩუაა ბრალდებული.

როგორც ხარშილაძემ განაცხადა, როდესაც იმ ბინაში შევიდა, სადაც ზურაბ ჟვანია გარდაიცვალა, ყოფილ პრემიერ-მინისტრს არანაირი დაზიანება არ ჰქონია.

“შიგნით შევედი ფანჯრის გისოსების გამოგლეჯვის შემდეგ, რადგან კარები იყო ურდულით ჩაკეტილი და გასაღებით მას ვერ გავაღებდი. როდესაც შიგნით შევედი, ზურაბ ჟვანია უგონო მდგომარეობაში იჯდა სავარძელში. არც შეხებაზე და არც ყვირილზე რეაგირება არ ჰქონია და არანაირი სიცოცხლის ნიშანწყალი არ ეტყობოდა, არც პულსი არ ესინჯებოდა. ამის შემდეგ გადმოვაწვინე იატაკზე და გადავწყვიტე, ჩამეტარებინა ხელოვნური სუნთქვა. ხელოვნურმა სუნთქვამ შედეგი არ გამოიღო და მივხვდი, რომ გარდაცვლილი იყო, რის შესახებაც ვუთხარი მიხეილ ძაძამიასაც. პრემიერი გარეგნულად დავათვალიერე და მას არანაირი დაზიანება არ ჰქონდა. ასევე არ ჰქონდა დაზიანება უსუპოვსაც. ტუჩთან დაზიანება ზურაბ ჟვანიამ მას შემდეგ მიიღო, რაც ხელოვნურ სუნთქვას ვუტარებდი. მას ასევე არანაირი სისხლის ლაქა არ ჰქონდა,”- განაცხადა კობა ხარშილაძემ.

news
: news იანვარი 23, 2015 16:11

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


11,967
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics