პუტინმა ევროპაში ყველაზე დიდი მეჩეთი გახსნა+ვიდეო

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge სექტემბერი 23, 2015 20:10

პუტინმა ევროპაში ყველაზე დიდი მეჩეთი გახსნა+ვიდეო

პუტინმა ევროპაში ყველაზე დიდი მეჩეთი გახსნარუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა, რეკონსტრუქციის შემდეგ ევროპაში ყველაზე დიდი მეჩეთი გახსნა – ამის შესახებ რუსული მედია იტყობინება.
მოსკოვში მეჩეთის გახსნის ცერემონიას რუსეთში მუფტების საბჭოს თავმჯდომარე რავილ გაინუტდინი, ასევე ყაზახეთის პრეზიდენტი ნურსულთან ნაზარბაევი, პალესტინის ლიდერი მაჰმუდ აბასი, თურქეთის პრეზიდენტი დეჯეპ ტაიიპ ერდოღანი და ევროპის სახელმწიფოების წარმომადგენლები დაესწრნენ.
გარდა ამისა, გახსნაზე იმყოფებოდნენ ჩეჩნეთის მეთაური რამზან კადიროვი, თათრეთის პრეზიდენტი რასუმ მინნიჰანოვი, ინგუშეთის მეთაური იუნუს-ბეკ ევკუროვი და დაღესტნის პრეზიდენტი რამზან აბდულატიპოვი.
რესტავრაციის შემდეგ მოსკოვის მეჩეთი 20-ჯერ – 964 კვადრატული მეტრიდან 19 ათას კვადრატულ მეტრამდე გაიზარდა – ის დაახლოებით 10 ათასი მლოცველისთვის არის განკუთვნილი. ექვს სართულიანი მეჩეთი 6 ლიფტით არის აღჭურვილი, ასევე შშმ პირებისათვის სპეციალური პანდუსებია გაკეთებული. რამდენიმე დარბაზში დიდი ეკრანებია დამონტაჟებული, რაც დარბაზში მიმდინარე ცერემონიის ტრანსლირებას მოემსახურება. მთავარი გუმბათის სიმაღლე 46 მეტრია, დიამეტრი – 27 მეტრი. მინარეთების სიმაღლე – 72 მეტრი. რუსეთში უფრო მაღალი მინარეთი მხოლოდ უფაშია.
მოსკოვის მეჩეთი 1904 წელს არქიტექტორ ნიკოლაი ჟუკოვის მიერ იქნება აშენებული. საბჭოთა დროს ის არ დაუხურავთ და ერთადერთი მოქმედი ადგილი იყო რუსეთში მლოცველი მუსლიმებისთვის.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge სექტემბერი 23, 2015 20:10

Google სტატისტიკა


5,794
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics