რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი თავდასხმების შედეგად დაზიანებული ლოგისტიკური და სასაწყობე ინფრასტრუქტურის, მათ შორის Wildberries-ის ობიექტების აღდგენის პროცესში სახელმწიფოს ჩართვას გეგმავს.
სტრატეგიული განვითარებისა და ეროვნული პროექტების საბჭოს სხდომაზე გამოსვლისას პუტინმა აღნიშნა, რომ მიყენებული ზიანის აღმოსაფხვრელად სპეციალური სახელმწიფო პროგრამა უნდა შეიქმნას.
„ლოგისტიკური და სასაწყობე სიმძლავრეები, რა თქმა უნდა, აღდგენას საჭიროებს, მათ შორის სახელმწიფოს მონაწილეობით. ამასთან დაკავშირებით, ვთხოვ მთავრობას, მიიღოს შესაბამისი პროგრამა. გარდა ამისა, გასათვალისწინებელია, რომ დაზიანებული ობიექტების აღდგენა თვისობრივად ახალ ტექნოლოგიურ დონეზე უნდა წარიმართოს“, — განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.















