პუტინი: ჩვენ არ გვაინტერესებს სად დახარჯა უკრაინამ ჩვენი ფული

ქეთი ფერაძე
ავტ.: ქეთი ფერაძე ივნისი 16, 2015 23:01

პუტინი: ჩვენ არ გვაინტერესებს სად დახარჯა უკრაინამ ჩვენი ფული

მნიშვნელოვანი

  • ,,ჩვენ არ გვაინტერესებს თუ ვინ და როგორ დახარჯა უკრაინაში ჩვენი ფული... ჩვენ გვაინტერესებს ამ სახსრების უკან დაბრუნება,, განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმ

სხვა სტატიები

,,ჩვენ არ გვაინტერესებს თუ ვინ და როგორ დახარჯა უკრაინაში ჩვენი ფული… ჩვენ გვაინტერესებს ამ სახსრების უკან დაბრუნება,, განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა, ვიქტორ იანუკოვიჩის ხელისუფლების დროს უკრაინისთვის გაცემული 3 მილიარდ დოლარიანი კრედიტის გამო, რომელსაც ამასწინათ, უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ, ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებაზე უარის თქმის გამო, იანუკოვიჩისათვის გაცემული ქრთამი უწოდა.

,,თუ ვინმე ამ რუსულ კრედიტს თვლის, როგორც ქრთამს იმისათვის, რომ იანუკოვიჩმა ევროკავშირთან ხელშეკრულებას ხელი არ მოაწერა… მაშინ ქრთამად შეგვიძლია ჩავთვალოდ ის დახმარებებიც რასაც დასავლეთი ამ ხელშეკრულებაზე ხელმოწერის გამო უკეთებს უკრაინის ამჟამინდელ ხელისუფლებას… ძალიან დიდი ფული ირიცხება ამერიკული ფონდებიდან უკრაინის ანგარიშებზე,, განაცხადა პუტინმა.

ქეთი ფერაძე
ავტ.: ქეთი ფერაძე ივნისი 16, 2015 23:01

Google სტატისტიკა


12,796
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics