პუტინი: ტაჯიკეთში დესტაბილიზაციის მცდელობაა…

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ტაჯიკეთის პრეზიდენტ ემომალი რახმონოვთან სატელეფოფო საუბრისას, 5 სექტემბერს ტაჯიკეთში განვითარებული მოვლენები შეაფასა როგორც დესტაბილიზაციის მცდელობა და რუსეთის სახელით დახმარება აღუთქვა ტაჯიკეთის პრეზიდენტს…

რუსული მედიის ცნობით, საუბრისას ორი ქვეყნის პრეზიდენტი შეთანხმდა, რომ 15 სექტემბერს ტაჯიკეთში დაგეგმილ სამიტზე, მოაწყობენ ცალკე შეხვედრას განხილულ თემებთან დაკავშირებით.

შეგახსენებთ, რომ 5 სექტემბერს გამთენიისას ბოევიკთა ჯგუფი თავს დაესხა დუშამბეს შსს ერთერთ განყოფილებას, რომლის დროსაც თავდამსხმელებმა გაიტაცეს დიდძალი იარაღი და გაიქცნენ დუშამბედან 20 კიკლომეტრით მოშორებულ ქალაქ ვახდატში, სადაც კიდევ ერთი თავდასხმა მოაწყვეს სამართალდამცავებზე… თავდამსხმელებს შსს-ს თანამშრომლებმა შეიარაღებული წინააღმდეგობა გაუწიეს, რის შედეგადაც ორივე მხრიდან 30-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.

ტაჯიკური ხელისუფლების ცნობით, თავდამსხმელ ბოევიკთა 135 კაციანი ჯგუფი, თავდაცვის მინისტრის ახლად განთავისუფლებული მოადგილის აბდულჰალიმ ნაზარზოდას ბრძანებით მოქმედებდა და ისინი ტაჯიკეთის ისლამისტური აღორძინების პარტიასტან არიან კავშირში. თავად ტაჯიკური ისლამისტური პარტია, მედიაში გაკეთებული განცხადებით, უარყოფს ნაზარზოდასთან და ამბოხებულებთან ყოველგვარ კავშირს.

მოგვიანებით გავრცელებული ინფორმაციით, განხორციელებული სპეცოპერაციის შედეგად მოკლული იქნა ამბოხებულთა 9 წევრი, ამბოხებულმა გენერალმა და დანარჩენმა ბოევიკებმა მოახერხეს მცირე ჯგუფებად დაყოფა და დუშანბედან 50 კილომეტრში მთიანი ხეობებისათვის თავის შეფარება. ამბოხებულთა მიმართ დევნის ოპერაცია ამ დრომდე გრძელდება.

www.timer.ge

რეკლამის ბანერი
წინა სტატიაშითურქეთში ქურდობის ბრალდებით 3 ქართველი დააკავეს…
შემდეგი სტატიაშატილში სახალხო დღესასწაული “შატილობა 2015” გაიმართა