პუტინი საკუთარ მშობლებზე ალაპარაკდა…

ქეთი ფერაძე
ავტ.: ქეთი ფერაძე აპრილი 30, 2015 16:24

პუტინი საკუთარ მშობლებზე ალაპარაკდა…

მნიშვნელოვანი

  • რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა, რუსული საბავშვო პიონერული ჟურნალის მისთვის განკუთვნილ სვეტში სამამულო ომთან დაკავშირებულ თემაზე სტატიაში, გარდაცვლილი მშობლები და უფროსი ძმა გაიხსენა...

სხვა სტატიები

fatherრუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა, რუსული საბავშვო პიონერული ჟურნალის მისთვის განკუთვნილ სვეტში სამამულო ომთან დაკავშირებულ თემაზე  სტატიაში, გარდაცვლილი მშობლები და უფროსი ძმა გაიხსენა…

პუტინის განცხადებით, მამამისი და ისიც ვლადიმერ პიტინი, სამამულო ომის დაწყების დროს ყირიმში სამხედრო სავალდებულო სამსახურს გადიოდა და ოჯახტან ერთქად იქ იყო… ,,ის წყალქვესა ნავის მატროსი იყო. ომი დაიწყო, მამაჩემი დაჭრილი ჰოსპიტალში იწვა. ქალაქი ბლოკადაში იყო და შიმშილობდნენ… მამაჩემი ჰოსპიტალის მიერ მისთვის განკუთვნილ ულუფას დედაჩემს აძლევდა რათა ჩემი უფროსი ძმა, რომელიც მაშინ პატარა იყო, შიმშილით არ მომკვდარიყო… მამაჩემი კი შიმშილობდა და ერთ დღეს ჰოსპიტალში შიმშილისგან გული წაუვიდა… ექიმები მიხვდნენ რაშიც იყო საქმე და დედაჩემს ჰოსპიტალში შესვლა აუკრძალეს… მოგვიანებით, ევაკუაციის ფარგლებში, დედაჩემს  ჩემი  ძმა ჩამოართვეს შიმშილით რომ არ მომკვდარიყო… ის ბავშვთა სახლში წაიყვანეს, სადაც მას თურმე ტიფი დაემართა და გარდაიცვალა… მისი დასაფლავების ადგილი ,,კაგებეში,, მუშაობის დროს დავადგინე… მანამდე ჩემი მშობლებმა მხოლოდ ის იცოდნენ რომ, გარდაიცვალა… მისი დასაფლავების ადგილი კი არავის უცნობებია ,, აცხადებს პუტინი.

Vladimir_Putin_with_his_motherრუსეთის პრეზიდენტი თავის სტატიაში ბევრს წერს მისი მშობლების არა დალხენილ ცხოვრებაზე ახალგაზრდობის წლებში და განსაკუთრებით მამაზე, რომელიც მისი აზრით სამაგალითო ადამიანი იყო, რომელსაც ომში ბრძოლით თავი არ დაუზოგავს, იყო რამდენიმეჯერ დაჭრილი, დაინვალიდებული და მიუხედავად ამისა მას გერმანელ ხალხის ზიზღი არ ჰქონია. ,,მამა შესაძლებელია დედაჩემის გარეშეც დარჩენილიყო… მან ჰოსპიტალიდან გამოსვლის შემდეგ შემთხვევით მოუსწრო დედაჩემს, რომელიც სახლიდან შიმშილით დაღუპულ სხვა მიცვალებულებთან ერთად გამოჰქონდათ… ის მივარდა მას და ნახა, რომ ჯერ კიდევ სუნთქავდა და არ გაატანა  დასამარხად სანიტარებს… მოუარა და გადაარჩინა ის… ამის შემდეგ დიდხანს იცოცხლეს ერთად… მამა 1998 წელს გარდაიცვალა… დედაჩემმა მამაზე რამდენიმე თვით მეტი იცოცხლა – 1999 წლამდე,, წერს ვლადიმერ პუტინი.

5654f638_1,,ბლოკადის დამთავრების შემდეგ, ჩემი მშობლები თავიანთ მშობლიურ ტვერში გადასახლდნენ და ომის დამთავრებამდე იქ ცხოვრობდნენ. მამაჩემის დიდი იჯახი ჰქონდა… 6 ძმა ჰყავდა და 6-ვე დაეღუპა… დედაჩემსაც დაეღუპა ოჯახის წევრები, რაც დიდი უბედურება იყო ჩვენი ოჯახისათვის… მე კი დედაჩემს საკმაოდ გვიან… 41 წლის ასაკში გავუჩნდი,, წერს პუტინი საბავშო ჟურნალში, სამამულო ომის თემაზე გაკეთებულ სტატიაში, თავისი ოჯახის შესახებ.

აღსანიშნავია, რომ ეს სტატია გახლავთ ის იშვიათი შემთხვევა რუსულ მედიასივრცეში, როდესაც პუტინი საკუთარ მშობლებზე  ვლადიმერ სპირიდონოვიჩ პუტინზე და მარია ივანოვნა შელომოვაზე საუბრობს.

 

 

ქეთი ფერაძე
ავტ.: ქეთი ფერაძე აპრილი 30, 2015 16:24