პუტინი: რუსული ავიადარტყმებისგან სირიის მშვიდობიანი მოსახლეობა არ დაღუპულა

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge ოქტომბერი 2, 2015 12:30

პუტინი: რუსული ავიადარტყმებისგან სირიის მშვიდობიანი მოსახლეობა არ დაღუპულა

პუტინი: რუსული ავიადარტყმებისგან სირიის მშვიდობიანი მოსახლეობა არ დაღუპულარუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის განცხადებით, ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რუსული ავიაგამანადგურებლების მიერ შესრულებული დარტყმების შემდეგ მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლი გაიზარდა, მხოლოდდამხოლოდ “ინფორმაციული შეტევაა”.

რუსეთის პრეზიდენტის თქმით, მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლზე ინფორმაცია პრესასა და და სოციალურ ქსელებში იქამდე გაჩნდა, ვიდრე რუსული ავიაცია ოპერაციას დაიწყებდა.

“სხვა ქვეყნები წელიწადზე მეტია სირიის პრეზიდენტის ნებართვის გარეშე და ასევე გაეროს რეზოლუციის გარეშე ანხორციელებენ დარტყმებს. ჩვენ ეს ნებართვა გვაქვს და ჩვენ ტერორისტულ ორგანიზაციასთან ბრძოლას ვაპირებთ” – განაცხადა პუტინმა.

სირიის სახელმწიფო სააგენტოს ინფორმაციით, რუსეთმა ავიადარტყმები განახორციელა რასტანა, ტელ-ბისში, ზაფარანში, ტუპულ ალ-ხუმრეში, აიდინეში, დეირ-ფულესა და სალამიში.
ამასთანავე, სირიელი ოპოზიციონეტრი აქტივისტების თქმით, რუსეთის მიერ დაბომბილ არც ერთ ადგილას ისლამური სახელმწიფო არ არის დისლოცირებული.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge ოქტომბერი 2, 2015 12:30

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


13,068
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics