პუტინი: რუსეთს G7-ის «კლუბურ ინტრესებთან» კავშირი არა აქვს

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge ივნისი 11, 2015 18:35

პუტინი: რუსეთს G7-ის «კლუბურ ინტრესებთან» კავშირი არა აქვს

პუტინი: რუსეთს G7-ის «კლუბურ ინტრესებთან» კავშირი არა აქვს«დიდ შვიდეულთან» რუსეთს კავშირი არა აქვს» – განაცხადა ვლადიმირ პუტინმა პრესკონფერენციაზე იტალიაში და დაამატა, რომ შვიდეულის წევრ ქვეყნებთან ორმხრივ ურთიერთობას გააღრმავებს.

პუტინის თქმით, არსებობს სხვა ფორმატები საერთაშორისო ურთიერთობის გადაღრმავებლად, მაგალითად «ოცეული».
რუსეთი რვიანის კლუბიდან ყირიმის ანექსიის და სეპარატისტების მხარდაჭერის შემდეგ გარიცხეს.
G7-ის მიუნჰენში მორიგი შეხვედრის შემდეგ მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, რუსეთს საქციების ვადა გაუგრძელდება.
მოსკოვის კარნეგის ცენტრის ხელმძღვანელის დიმიტრი ტრენინის აზრით, პუტინმა უკვე დაასკვნა, რომ რუსეთის «რვიანის» წვეობა უკვე ისტორიაა, სადაც ის ვერასდროს დაბრუნდება.
«ჩვენ არ გვაქვს «შვიდეულთან» კავშირი, რა კავშირი უნდა გვქონდეს მათთან» – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა მილანში იტალიის პრემიერ-მინისტრთან მათეო რენცისთან შეხვედრაზე.
რუსეთი «რვიანის» შემადგენლობაში მუშაობდა და აქტიურად იღებდა მონაწილეობას სხვადასხვა სახის გადაწყვეტილებებში ან დოკუმენტების მომზადებაში, რაც პუტინის თქმით, აზრს მოკლებული არ იყო.
«ჩვენ კავშირში ალტერნატიულ აზრს წარმოვადგენდით» – აღნიშნა პუტინმა.
რუსეთი მზად არის ყველა ქვეყანასთან ითანამშრომლოს, რომელბიც ახლა შვიდეულს წარმოადგენენ.
პირველადი გეგმით «რვიანის» მე-40 სამიტი 2014 წელს სოჭში უნდა ჩატარებულიყო ივნისის დასაწყისში.
ყირიმის ანექსიის შემდეგ, იმავე წლის მარტში იქნა გადაწყვეტილება მიღებული რუსეთის კავშირიდან გარიცხვის შესახებ, რამაც ავტომატურად სოჭში დაგეგმილი შეხვედრის ბლოკირება გამიწვია და შეხვედრა ბრიუსელში შედგა.
«რუსეთის ფედერაციის წარმომადგენლობის გვერდი «რვიანის» ოფიციალურ საიტზე უკვე ისტორიაა და რუსეთი იქ სავარაუდოდ, ვერასდროს დაბრუნდება «– თქვა დმიტრი ტრენინმა.

პუტინმა «შვიდეულს» წარმატებები უსურვა, რადგანაც, მისი თქმით, ნებისმიერი კონტაქტი და მსჯელობა, «საერთაშორისო ურთიერთობების განვითარებას უნდა ემსახურებოდეს».
ამასთანავე, აღნიშნა უფრო ფართო ფორმატები, მაგალითად, «ოცეული».
ის გასულ წელს იმყოფებოდა «ოცეულის» შეხვედრაზე ავსტრალიაში. რუსეთის პრეზიდენტს იქ მარტოს მოუწია ესაუზმა და დროზე ადრე დაეტოვებინა ქვეყანა, ამიტომ ქვეყნის პრემიერ-მინისტრის მიერ დაპირებული «მკაცრი დიალოგი» ავსტრალიაში ვერ შედგა.
«ოცეული» ავსტრალიის ბრიცბენში მას შემდეგ შეიკრიბა, რაც ბოინგი «მალაიზიის ავიახაზები» დონბასის ციდან ჩამოაგდეს. მსხვერპლთა შორის ბევრი ავსტრალიის მოქალაქე იყო.
სხვა ფორმატებთან ერთად პუტინმა დაასახელა ბრიკსი-თან (ბრაზილია, რუსეთი, ინდოეთი, ჩინეთი და იუარი) ასევე, შანჰაის ორგანიზაციასთან თანამშრომლობა.
პოლიტოლოგების თქმით, აშშ, ბრიტანეთი, იაპონია, გერმანია, კანადა და იტალია ნამდვილად დასავლეთის ინტერესებს წარმოადგენენ და მსოფლიოს ნამდვილად არ ასახავენ.
«ოცეული» უფრო ადექვატურია, როგორც წამყვანი ქვეყნების ინტერესების წარმომადგენელი.
რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის იტალიაში ვიზიტის შემდეგ დაგეგმილია შეხვედრები უნგრეთსა და ავსტრიაში.
ევროკავშირი კი ივნისის ბოლოდან განიხილავს რუსეთისთვის სანქციების გაგრძელების საკითხს.

მომზადებულია ბიბისის მიხედვით.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge ივნისი 11, 2015 18:35

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


9,509
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics