- 1991 წლის 31 მარტი
- შსს-მ რუსთავის სასამართლოდან გაქცეული მსჯავრდებული რესტორანში დააკავა
- შსს-მ უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო
- სკანდალური საპატრულო ეკიპაჟი 305 – გიორგი ბაბუნაშვილის ექსკლუზიური ინტერვიუს და ვიდეომასალის სრული ვერსია
- “არატრადიციული ორიენტაციის პატიმრები სირბილით ისწორებდნენ კოლგოტკებს და საყვედურობდნენ – მეტი აღარ შეგვიძლია, რეზინის ხომ არ ვართ!“
- უვარგისი პურს, რომელსაც პატიმრები არ ჭამენ, დაუგდებენ მტრედებს, მტრედები კვდებიან!!!
პუტინი: რუსეთი სირიის ხელისუფლების მხარდაჭერას აგრძელებს
მნიშვნელოვანი
- პუტინი: რუსეთი სირიის ხელისუფლების მხარდაჭერას აგრძელებს
სხვა სტატიები
რუსეთის პოლიტიკა სირიის ხელისუფლებისა და ხალხისადმი უცვლელი რჩევა–ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა. “ჩვენ ვხედავთ, როგორ რთულად ვითარდება სირიაში სიტუაციები, რომელიც პირველ ყოვლისა, საერთაშორისო ტერორიზმს უკავშირდება. ვაცნობიერებთ, რომ ასეთ მდგომარეობაში წარმატება ყოველთვის გარკვეულ პრობლემებთან არის დაკავშირებული, შესაძლებელია სამხედრო წარუმატებლობაც, მაგრამ დარწმუნებული ვართ, რომ სირიელი ხალხი საბოლოოდ გაიმარჯვებს” – ვლადიმერ პუტინმა სირიის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრაზე განაცხადა და ხაზი გაუსვა იმას, რომ რუსეთი სირიის ხელმძღვანელობას და ხალხს მხარს დაუჭერს ტერორიზმთან ბრძოლაში.
სირიის საგარეო საქმეთა მინისტრის მუალლეს თქმით, სირია მზად არის ითანამშრომლოს რეგიონის ქვეყნებთან, განსაკუთრებით კი რუსეთთან. “ჩვენ გვახსოვს თქვენი დამსახურებები იმ მიღწევებში, რაც სირიაში გვაქვს. ჩვენთვის მთავარი საფრთხე საზღვრებიდან მოდის, რომლიც საკმარისად არ არის დაცული, იმედს ვიტოვებთ თქვენს ძალისხმევასა და მონდომებაზე, რომელიც ტერორიზმთან ბრძოლაში დაგვეხმარება” – განაცხადა მუალლემ.
“ახლა, როცა ტერორიზმის საფრთხე ყოველდღიურად იზრდება, არ უნდა არსებობდეს მიზეზები, რომელიც პოლიტიკურ პროცესებს გადადებს ჩვენს ქვეყნებს შორის” – განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინსიტრმა სერგეი ლავროვმა.
მუალლემ ასევე განაცხადა, რომ “აშშ ტერორისტული დაჯგუფება ისლამურ სახელმწიფოს აფინანსებს და არც მალავს საკუთარ მხარდაჭერას მათ მიმართ”