პუტინი ერთმორწმუნე ბერძნებს ,,დაუტკბა,, და ევროპას სანქციების ომის შეწყვეტისკენ მოუწოდა

tsipras_putin_0804-io3orდღეს მოსკოვში რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინისა და საბერძნეთის პრემიერის ალექსის ციპრასის შეხვედრის შემდეგ გაკეთებული განცხადების მიხედვით, პუტინი მზადაა საბერძნეთს კრედიტი გამოუყოს და მათ შორის ერთობლივი ენერგეტიკული პროექტებისათვის… მისივე განცხადებით, რუსეთი ასევე მზადაა ინვესტიციები ჩადოს ბერძნულ ინფრასტრუქტურულ პროექტებში, მიიღოს მონაწილეობა ბერძნულ ტენდერებსა და აუქციონებში.

რუსეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ საბერძნეთი იძულებული გახადეს, რომ მიეცა ხმა ევროკავშირის ფარგლებში რუსეთის სანქციებისათვის… რომელმაც პროდუქტების ემბარგოს გამო თავად საბერძნეთი დააზარალა…

ციპრასმა და პუტინმა ერთობლივად მოუწოდეს ევროკავშირს და მსოფლიოს, რომ დაარღვიონ სანქიების წრე და შეწყდეს ყველანაირი სანქციური ომი…

,,ყველაზე კარგი საშუალება პრობლემების მოგვარების არის საერთოდ შეწყდეს სანქციების ომი და მისი შესაბამისი საპასუხო ქმედებებიც ჩვენი მხრიდან,, განაცხადა პუტინმა.

ციპრასის დღევანდელ ვიზიტს რუსეთში, წინ უძღოდა რუსეთ-საბერძნეთს შორის ერთი თვის წინ გაფორმებული სამხედრო თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულება და საბერძნეთის ახალი პრემიერის განცხადებები იმის შესახებ, რომ რუსეთის სანქციების გამო მისი ქვეყანა ეკონომიკურად ზარალდება… ,,რუსეთის მიმართ სანქციები არის გზა არსად,, აცხადებდა ერთი კვირით ადრე პრემიერი ციპრასი…

აღსანიშნავია, რომ ციპრასის ვიზიტი მაისში იყო დაგეგმილი, თუმცა საბერძნეთის შეჭირვებული ეკონომიკური  მდგომარეობის გამო, რაც ევროკავშირთან ჩიხში შესული მოლაპარაკებებისა და 9 აპრილს მსოფლიო სავალუტო ფონდისათვის გადასარიცხი მსხვილი ტრანში გამო (საგარეო ვალის დაფარვის ფარგლებში), ეს ვიზიტი ციპრასის ინიციატივით ერთი თვით უფრო ადრე შედგა.

www.timer.ge