პუტინის უხეში და სასაცილო გამონათქვამები

news
ავტ.: news ივლისი 28, 2015 13:21

პუტინის უხეში და სასაცილო გამონათქვამები

პუტინის უხეში და სასაცილო გამონათქვამებირუსეთის პერზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ამერიკული მედია რამდენჯერმე გააოცა საკუთარი სექსისტური გამონათქვამებით. მაგალითად, გამონათქვამი ჰილარი კლინტონზე, რომელმაც ადრე რუსეთი დასავლეთ ევროპის ჰიტლერის 30-იან წლებს შეადარა:
«ქალბატონი კლინტონი ადრეც არ გამოიჩეოდა გამონათქვამების ბრწყინვალებით. როცა ადამიანები წესიერების განსაზღვრულ ზომას გადადიან, ეს მათ ძალაზე კი არა, მათ სისუსტეზე მიუთითებს. მაგრამ ქალისთვის სისუსტე არც თუ ცუდი თვისებაა» – განაცხადა მან ფრანგ ჟურნალისტებთან ინტერვიუში.
ეს ციტატა აუცილებლად შევა რუსი ლიდერის გამორჩეულ გამონათქვამს შორის, რომლის სტილიც არ გამოირჩევა განსაკუთრებული ბრწყინვალებით. ისევე, როგორც კლინტონის შემთხვევაში, მისი ხუმრობის ობიექტები ცნობილი პოლიტიკოსები იყვნენ. გთავაზობთ ყველაზე «პუტინისტურ» გამონათქვამებს.

2000 წელი
«თუკი მკითხავთ, საქმე უნდა გაკეთდეს თუ არა ჩუბაისურად, გეტყვით, რომ არა, საქმე ჭკუით უნდა გაკეთდეს» (ელექტროენერგიის რეფორმების შესახებ.)

2001 წელი
«მე მნიშვნელოვნად არ ვღელავდი იმაზე, რომ ბუშის რანჩოზე გავათენე ღამე. მას თვითონ უნდა ეფიქრა, რა ხდება იმ დროს, როცა დაზვერვის ყოფილ თანამშრომელს უშვებ სახლში. მაგრამ თვითონ ბუშიც ცეერუს ყოფილი ხელმძღვანელის შვილია. ასე, რომ ჩვენ ოჯახურ გარემოში ვიყავით და თავს არც თუ ცუდად ვგრძნობდით» (ერტეერ-თან ინტერვიუ).

2002 წელი
«თუკი მაინცდამაინც ისლამისტი რადიკალი უნდა გახდეთ და მიდიხართ იმაზე, რომ წინადაცვეთა გაიკეთოთ, მოსკოვში გეპატიჟებით. ჩვენ მრავალკონფესიური ქვეყანა ვართ და ამ საკითხის სპეციალისტებიც გვყავს. და მე მათ რეკომენდაციას მივცემ ეს ოპერაცია ისე გააკეთონ, რომ თქვენ არასდროს არაფერი გამოგეზარდოთ» (პასუხი ჟურნალისტის შეკითხვაზე, რომელმაც უთხრა, რომ ჩეჩნეთში ტერორიზმთან ბრძოლას ბევრი მშვიდობიანი მოსახლეობა ემსხვერპლა).

2006 წელი

«ბებიას რომ სხვა სასქესო ორგანოები ჰქონდეს, ის ბაბუა იქნებოდა. პოლიტიკა ვერ იტანს შესაძლო გადახრებს» (ირანის მიმართ შესაძლო სანქციებზე).

2008 წელი

«რატომ ერთით?» (შეკითხვაზე, მართალია თუ არა ის, რომ პუტინი სააკაშვილის დაკიდებს «ერთი ადგილით». როგორც საფრანგეთის პრესამ გაავრცელა, პუტინმა სააკაშვილზე თქვა, რომ მას ის «ერთი ადგილით დაკიდებს»)

2009 წელი
«ორ პრეზიდენტს ვურჩევ უკეთესად გაატარონ ვახშამი, თუკი ისინი ჰალსტუხების გარეშე ივახშმებენ. ჰალსტუხები ახლა არ ფასდება, არასწორი დროა, ნუ, თქვენ გესმით ხომ ჩემი… თუ არა და იუშენკოს ჰალსტუხსაც დაღეჭავს» (იუშენკოს და სააკაშვილის შეხვედრაზე. ირიბად ნათქვამი სააკაშვილის და ჰალსტუხის ისტორიაზე).

2011 წელი
«მომიკითხეთ თქვენი პრეზიდენტი. ძალიან ძლიერი მამაკაცი აღმოჩნდა. ათი ქალი გააუპატიურა. მისგან ამას ვერასდროს ვიფიქრებდი. მან ჩვენ ყველა გაგვაოცა და ჩვენ ყველას მისი გვშურს» (ისპაელის პრემიერის ოლმერტთან მოლაპარაკებებზე გამორთულ მიკროფონთან პუტინი მოშე კაცავას თემას შეეხო, რომელიც ახლა 7 წლიან ციხეს იხდის).

2013 წელი
«აი, ამბობენ, რომ ჩაიკოვსკი ჰომოსექსუალი იყო. თუმცა, ჩვენ ის ამის გამო არ გვიყვარს» (“ასოშეითედ პრესთან” ინტერვიუ).

«ბერლუსკოვის იმის გამო სჯიან, რომ ის ქალებთან ცხოვრობს. ჰომოსექსუალი რომ იყოს მას თითსაც არავინ დააკარებდნენ» (იტალიის ექს-პრემიერის ბერლუსკონის სასამართლო პროცესზე, რომელი კლუბ «ვალდაის» ეხება).

2014 წელი
«ჯერჯერობით ყველა სანქცია მიდის იქითკენ, რომ ჩემი პირადი გარემოდან ავარჩიო ჩემთვის ახლობელი ადამიანები, ჩემი მეგობრები რომ როგორც ინტელიგენცია ამბობს, კარგი კონტრაპუნქტი გამოვიდეს. .. და თითქოს სპეციალურად – აარჩიეს ორი ებრაელი და ერთი ხახოლი. გესმით, როგორ დამცინიან?» (დასავლეთის სანქციების შესახებ უკრაინის მოვლენებთან დაკავშირებით).

news
ავტ.: news ივლისი 28, 2015 13:21