პუტინის კავშირები რუსულ ნარკო-მაფიასთან

ქეთი ფერაძე
ავტ.: ქეთი ფერაძე მაისი 2, 2015 15:15

პუტინის კავშირები რუსულ ნარკო-მაფიასთან

მნიშვნელოვანი

  • ლონდონის სასამართლომ გამოაქვეყნა გამოძიების ინფორმაცია, რომლის მიხედვით რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი კავშირშია სანკტ პეტერბურგულ დანაშაულებრივ სინდიკატთან

სხვა სტატიები

ლონდონის სასამართლომ გამოაქვეყნა გამოძიების ინფორმაცია, რომლის მიხედვით რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი კავშირშია სანკტ პეტერბურგულ დანაშაულებრივ სინდიკატთან, რომელიც კოლუმბიიდან ევროკავშირის ქვეყნებში ნარკოტიკების კონტრაბანდას ეწეოდა.

,,ВВС,, -ის ცნობით, მოცემული დაჯგუფების წინააღმდეგ აღძრულ საქმეში ფიგურირებს პუტინის უახლოესი მეგობრის ვიქტორ ივანოვის დოსიე, რომელიც ასევე 2010 წელს ლონდონში პოლონიუმით მოწამლულ ,,ფეესბეს,, ყოფილი აგენტის ლიტივინენკოს საქმეზეც ფიგურირებს.

გამოძიების ინფორმაციით, ვიქტორ ივანოვი მჭიდროდ თანამშრომლობდა დანაშაულებრივი ,,ტამბოვის ორგანიზაციის,, ლიდერთან ვლადიმერ კუმარინთან, რომელსაც სანკტ პეტერბურგის საზღვაო პორტის შეუზღუდავი გამოყენების პირობები შეუქმნა. სწორედ ამ პორტის გავლით ხდებოდა ნარკოტიკების კონტრაბანდა.

მოცემული საქმის გამომძიებელთა მტკიცებით, მათ ხელთ არსებული მასალები ადასტურებენ, რომ ივანოვისა და ტამბოველთა დაჯგუფების მიერ განხორციელებული საქმეები, მთლიანად პუტინის კონტროლის ქვეშ ხდებოდა.

ქეთი ფერაძე
ავტ.: ქეთი ფერაძე მაისი 2, 2015 15:15

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


9,509
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics