პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ბრალდებით უკვე მესამე ჩინელი დააკავეს

news
: news იანვარი 18, 2015 11:44

პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ბრალდებით უკვე მესამე ჩინელი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ბრალდებით ერთი პირი დააკავა.

გამოძიებამ დაადგინა, რომ 1994 წელს დაბადებულმა, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მოქალაქემ ჩან შუენი ჩ.-მ ქუთაისში, ჭავჭავაძის გამზირის N 33-ში ფართი იქირავა, სადაც ე.წ. ჩინური მასაჟის სალონი გახსნა. იგი სალონში მომუშავე, ჩინეთის რესპუბლიკის მოქალაქე ქალბატონებს, გარკვეული ანაზღაურების სანაცვლოდ, ფართს პროსტიტუციისთვის გადასცემდა.

ე.წ. ჩინური მასაჟის სალონის ჩხრეკისას ამოღებულია პროსტიტუციის შედეგად მიღებული 2 ათას 895 ლარი.

სამართალდამცველებმა სალონში მომუშავე პერსონალი მოწმის სახით დაკითხეს. ოთხი ქალბატონი პროსტიტუციისთვის დაჯარიმდა. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 254-ე მუხლით, პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ფაქტზე მიმდინარეობს.

შეგახსენებთ, რომ ქუთაისში ეს ამავე ბრალდებით დაკავების უკვე მეორე შემთხვევაა. იგივე ფაქტზე რამდენიმე დღის წინ ჩინეთის მოქალაქე თბილისშიც დააკავეს.

news
: news იანვარი 18, 2015 11:44

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


10,290
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics