„პროკურორი ხომ არ ვარ გენაცვალე, 315-ე მუხლი რა არის, სულ არ ვიცი“

news
ავტ.: news ოქტომბერი 26, 2015 14:38

„პროკურორი ხომ არ ვარ გენაცვალე, 315-ე მუხლი რა არის, სულ არ ვიცი“

მნიშვნელოვანი

  • რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ნოდარ ჯავახიშვილი „რუსთავი 2“-ის გარშემო მიმდინარე მოვლენებს გაუგონარ აჟიოტაჟს უწოდებს.

სხვა სტატიები

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ნოდარ ჯავახიშვილი „რუსთავი 2“-ის გარშემო მიმდინარე მოვლენებს გაუგონარ აჟიოტაჟს უწოდებს.

მისი თქმით, ამ აჟიოტაჟს ჟურნალისტები უწყობენ ხელს.

„პროკურორი ხომ არ ვარ გენაცვალე, 315-ე მუხლი რა არის, სულ არ ვიცი. ნამდვილად არ ვიცი არც 315-ე მუხლი და არც ის, ვინმემ რამე დააყენა თუ არა. „რუსთავი 2“-თან დაკავშირებით, აბსოლუტურად გაუგონარი აჟიოტაჟი რომაა, ფაქტია და ამას ყველაზე ძალიან თქვენ უწყობთ ხელს. ვფიქრობ, ეს არ იქნება თვითონ ტელეკომპანიის თანამშრომლებისთვისაც კი მომგებიანი იმიტომ, რომ ეს აჟიოტაჟი ყველა შემთხვევაში იმოქმედებს თქვენს სარედაქციო პოლიტიკაზე და ყველა დანარჩენზე. ამიტომ, ვფიქრობ, დავანებოთ თავი სასამართლოს. სასამართლო ალბათ დაადგენს მტყუან-მართალს“, – განაცხადა ჯავახიშვილმა.

news
ავტ.: news ოქტომბერი 26, 2015 14:38

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


9,509
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics