პროკურორი: ჟვანიას ცხედარს ბალზამირება არ უნდა ჩატარებოდა

news
: news იანვარი 6, 2015 14:25

პროკურორი: ჟვანიას ცხედარს ბალზამირება არ უნდა ჩატარებოდა

მნიშვნელოვანი

  • ზურაბ ჟვანიას ცხედარს მისი გაგუდვის ეჭვის არსებობიდან გამომდინარე ბალზამირება არ უნდა ჩატარებოდა, - ამის შესახებ

სხვა სტატიები

ზურაბ ჟვანიას ცხედარს მისი გაგუდვის ეჭვის არსებობიდან გამომდინარე ბალზამირება არ უნდა ჩატარებოდა, – ამის შესახებ საქალაქო სასამართლოში ზურაბ ჟვანიას საქმეზე ბრალდებული ექსპერტის, ლევან ჩაჩუას პროცესის დასრულების შემდეგ პროკურორმა რევაზ ნადოიმ განაცხადა.
როგორც პროკურორმა აღნიშნა, როდესაც ასეთი ეჭვი არსებობს, ექსპერტებიც ადასტურებენ, რომ ბალზამირების პროცესი არ უნდა ჩატარდეს.
პროკურორმა აღნიშნული კომენტარი დღეს დაკითხული მოწმის ჩვენების საფუძველზე გააკეთა. კერძოდ, საუბარია დაკითხულ სანიტარზე, რომელმაც ჟვანიას ცხედარს ბალზამირება ჩაუტარა.
“ბრალდებული ჩაჩუა ჩვენებებში ადასტურებდა, რომ ჟვანიას და უსუპოვის გვამების დათვალიერებისას პროცესს მასთან ერთად ესწრებოდნენ სანიტრები. დღეს დაიკითხა ერთ-ერთი სანიტარი არჩილ ჭიკაძე, რომელმაც კატეგორიულად განაცხადა, რომ არც შესაბამისი განათლება და არც ცოდნა და არც ვალდებულება არ ჰქონდა დაეთვალიერებინა გვამები და დაეფიქსირებინა საეჭვო უბნები. ასევე მან განაცხადა, რომ არ ჰქონდა უფლება განესაზღვრა ესა თუ ის უბანი იყო თუ არა დაზიანებული. მან განმარტა, რომ ეს იყო მხოლოდ ბრალდებულ ჩაჩუას მოვალეობა და პრეროგატივა. მოწმემ ისიც განმარტა, რომ მან შეასრულა მხოლოდ ტექნიკური სახის მოქმედებები, კერძოდ, გვამის გაკვეთა, თავის ქალის ტრეპანაცია და გვამის მოწესრიგება, ანუ გაკერვა. სხვა დაზიანებების დათვალიერების განსაზღვრა კი იყო მხოლოდ ექსპერტის მოვალეობა”, – განაცხადა რევაზ ნადოიმ.
მისი თქმით, სხვა ექსპერტებმაც განმარტეს, რომ ჟვანიას შემთხვევაში, როდესაც არსებობდა მოწამვლის ეჭვი, ბალზამირების გაკეთება დაუშვებელი იყო.
“სანიტარმა კი განმარტა, რომ უშუალოდ ლევან ჩაჩუას დავალებით მან ზურაბ ჟვანიას გვამს ჩაუტარა ბალზამირება”, – განაცხადა პროკურორმა რევაზ ნადოიმ.
დაცვის მხარემ კი საპასუხოდ განაცხადა, რომ ბალზამირება გარდაცვლილი ყოფილი პრემიერის ცხედარს მხოლოდ მას შემდეგ ჩაუტარდა, რაც მისი სხეულიდან ნიმუშები იქნა აღებული.

news
: news იანვარი 6, 2015 14:25

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


9,434
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics