პროკურორი მიიჩნევს, რომ ”კაბელების საქმეზე” ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლის საფუძველი არ არსებობს

news
ავტ.: news აპრილი 1, 2015 12:50

პროკურორი მიიჩნევს, რომ ”კაბელების საქმეზე” ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლის საფუძველი არ არსებობს

მნიშვნელოვანი

  • პროკურატურისთვის გაუგებარია როგორ აპირებენ ე.წ. კაბელების საქმეზე ბრალდებულების ადვოკატები სასამართლოში საკუთარი პოზიციის დაცვას. როგორც საქმის პროკურორმა ნინო აღლემაშვილმა პროცესის დაწყებამდე განაცხადა, ადვოკატებს სასამართლოში წარდგენილი აქვთ 2200 გვერდი მტკიცებულებები, საიდანაც 2000 გვერდი ბრალდების მხარის მიერ არის მოპოვებული.

სხვა სტატიები

პროკურატურისთვის გაუგებარია როგორ აპირებენ ე.წ. კაბელების საქმეზე ბრალდებულების ადვოკატები სასამართლოში საკუთარი პოზიციის დაცვას. როგორც საქმის პროკურორმა ნინო აღლემაშვილმა პროცესის დაწყებამდე განაცხადა, ადვოკატებს სასამართლოში წარდგენილი აქვთ 2200 გვერდი მტკიცებულებები, საიდანაც 2000 გვერდი ბრალდების მხარის მიერ არის მოპოვებული.
პროკურორის თქმით, არ არსებობს ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლის ვალდებულება.
“შესაბამისად, აღკვეთის ღონისძიების შეცვლის საფუძველი არ არსებობს” – განაცხადა აღლემაშვილმა.
მთავარმა პროკურატურამ თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნები გასული წლის ნოემბერში დააკავა. მათ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ. უწყების ინფორმაციით, მოქმედ თანამდებობის პირებს ბრალად ედებათ სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი 4 102 872 ლარის გაფლანგვა, კომპანია “სილქნეტის” სასარგებლოდ.
დაკავებული არიან საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი გიზო ღლონტი; საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის J-6 კავშირგაბმულობისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფროსი ნუგზარ კაიშაური; საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის სამმართველოს უფროსი გიორგი ლობჟანიძე; საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი არჩილ ალავიძე და საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის J-6 კავშირგაბმულობისა და ინფორმაციული სისტემების დეპარტამენტის სამმართველოს უფროსი დავით წიფურია.

news
ავტ.: news აპრილი 1, 2015 12:50

Google სტატისტიკა


3,436
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics