პროკურორი – ვალერი გელაშვილის ცემის საქმეზე სააკაშვილის მიმართ ბრალდების დადგენილებას დაზუსტება არ სჭირდება

news
ავტ.: news აპრილი 20, 2015 19:07

პროკურორი – ვალერი გელაშვილის ცემის საქმეზე სააკაშვილის მიმართ ბრალდების დადგენილებას დაზუსტება არ სჭირდება

მნიშვნელოვანი

  • ვალერი გელაშვილის ცემის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის მიმართ ბრალდების დადგენილებას დაზუსტება არ სჭირდება და ის არ წარმოადგენს დევნის შეწყვეტის საფუძველს, - ამის შესახებ სააკაშვილის საქმეზე წინასასამართლო სხდომის გადადების შემდეგ საქმის ერთ-ერთმა პროკურორმა არჩილ ტყეშელაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

სხვა სტატიები

ვალერი გელაშვილის ცემის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის მიმართ ბრალდების დადგენილებას დაზუსტება არ სჭირდება და ის არ წარმოადგენს დევნის შეწყვეტის საფუძველს, – ამის შესახებ სააკაშვილის საქმეზე წინასასამართლო სხდომის გადადების შემდეგ საქმის ერთ-ერთმა პროკურორმა არჩილ ტყეშელაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც პროკურორმა აღნიშნა, გაუგებრობა გამოიწვია იმ ფაქტმა, რომ მიხეილ სააკაშვილის მიმართ ბრალდების დადგენილებაში არ იყო მითითებული, რომელი კანონი მოქმედებდა ბრალის წარდგენის მომენტში.
“არ იყო მითითებული, რომელი კანონი მოქმედებდა ბრალის წარდგენის მომენტში. დანაშაულის ჩადენის შემდეგ კანონი შეიცვალა, შემსუბუქდა, შესაბამისად, მოხდა ახალი კანონის გამოყენება. ვინაიდან ასეთ გარემოებას ჰქონდა ადგილი, ბრალდების შესახებ დადგენილებაში არ იყო მითითებული კანონის თარიღი, რომლითაც ბრალის წარდგენა მოხდა. მაშინდელი კანონით ეს პუნქტი არ არსებობდა და შემდგომ მოხდა სასჯელის უფრო შემსუბუქება. სისხლის სამართლის კოდექსით უნდა იქნას გამოყენებული ის კანონი, რომელიც ამსუბუქებს პირის პასუხისმგებლობას. ამიტომ ბრალდება როდესაც წარედგინა მიხეილ სააკაშვილს, ეს მოხდა ყველაზე მსუბუქი კანონით. სწორედ ამან გამოიწვია გაუგებრობა. ის გარემოება, რომ ძველ რედაქციაში არ იყო მითითებული ეს პუნქტი, რომლითაც ბრალის წარდგენა მოხდა, არ ცვლის მოცემულ გარემოებას, ვინაიდან ამ შემთხვევაში ბრალდებულს ბრალი წარდგენილი აქვს კანონის მოთხოვნის სრული დაცვით”, – განაცხადა არჩილ ტყეშელაშვილმა.
მისი თქმით, ის ფაქტი, რომელსაც სასამართლო პროცესზე კამათი მოჰყვა, არ წარმოადგენს დადგენილებაში უზუსტობას. “შესაბამისად, ბრალდების მხარე დარწმუნებულია, რომ არანაირ უზუსტობას არ აქვს ადგილი. ეს არანაირად არ წარმოადგენს დევნის შეწყვეტის საფუძველს. ბრალდების დადგენილებას დაზუსტება არ სჭირდება. სასამართლო როდესაც გამოიტანს შემაჯამებელ გადაწყვეტილებას, მან უნდა განმარტოს, თუ რომელი კანონი გამოიყენოს განაჩენის დადგენის დროს და რომლით მიუსაჯოს ბრალდებულს სასჯელი”, – აღნიშნა არჩილ ტყეშელაშვილმა.
მიხეილ სააკაშვილს ვალერი გელაშვილის ცემის საქმეზე ბრალი ორი მუხლით აქვს წარდგენილი. ბრალდების დადგენილების მიხედვით სააკაშვილს ბრალი ედება სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაში, სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილით, ასევე ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ორგანიზებაში – სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-5 ნაწილის “ე” ქვეპუნქტით. სწორედ ამ უკანასკნელმა მუხლმა გამოიწვია სასამართლო პროცესზე კამათი, კერძოდ, მოსამართლემ იკითხა კოდექსის რომელი წლის რედაქციით აქვს ბრალი ბრალდებულს წარდგენილი. პროკურორებმა განაცხადეს, რომ სააკაშვილს ბრალი კოდექსის ძველი რედაქციით წარედგინა, მოსამართლემ კი განმარტა, რომ ძველ რედაქციაში 117-ე მუხლის მე-5 ნაწილის “ე” ქვეპუნქტი საერთოდ არ არსებობს. სააკაშვილის ადვოკატმა კი აღნიშნა, რომ დაფიქსირებული უზუსტობიდან გამომდინარე, იგი მისი დაცვის ქვეშ მყოფის სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტას მოითხოვს.

news
ავტ.: news აპრილი 20, 2015 19:07

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


7,170
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics