“პროკურატურა ამტკიცებს აბსურდს” – ფირცხალავა ვაზაგაშვილის საქმეზე

news
ავტ.: news ივლისი 9, 2015 15:11

“პროკურატურა ამტკიცებს აბსურდს” – ფირცხალავა ვაზაგაშვილის საქმეზე

კორტების სპეცოპერაციის საქმის ბრალდებულები პროკურატურას მტკიცებულებების ფალსიფიკაცირებაში ადანაშუალებენ. კრიმინალური პოლიციის მაღალჩინოსნებმა დღეს სასამართლოს მიმართეს.

 

დღესვე სასამართლო სხდომაზე ისაუბრა ირაკლი ფირცხალავამაც. ის ამბობს, რომ პროკურატურა აბსურდის დამტკიცებას ცდილობს

“წარმოიდგინეთ, ბრალდებამ უნდა დაამტკიცოს, რომ მე 2006 წელს, დირექტორის მოადგილემ, მოვატყუე ჩემი უფროსი, მინისტრის 2 მოადგილე, მინისტრი, მთავარი პროკურორი და მისი მოადგილეები. ბრალდებამ ეს აბსურდი უნდა
დაამტკიცოს. ანუ პროკურატურა ცდილობს დაამტკიცოს ის, რომ მე ვიცეპოლკოვნიკმა ამდენი ჩინოვნიკი მოვატყუე, შევქმენი ლაშქარი და ყველაზე ხალხმრავალ ადგილზე მოვახდინე შურისძიება, ეს ხომ წარმოუდგენელია,” – აცხადებს ბრალდებული ირაკლი ფირცხალავა.

კორტების სპეცოპერაციის საქმეზე დღევანდელი სასამართლო სხდომა დასრულებულია. სხდომის შემდეგ ჟუნრალისტებთან ბრალდებულთა ადვოკატმა დავით ხაჟალიამ ისაუბრა. ის ამბობს, რომ დაცვის მხარე შეძლებს და ბრალდებულების უდანაშაულობას დაამტკიცებს.

“განზრახ მკვლელობის მოტივი არ არსებობდა, არ არსებობს და არ იარსებებს. იმიტომ, რომ ბუნებაში არ არსებობდა. კითხვა დაისვა, იყო, თუ – არა იარაღები ვაზაგაშვილის ავტომობილში და მოხდა თუ არა იქიდან გასროლა. ჩვენ დავამტკიცებთ, რომ ამ მანქანაში იარაღი იყო და აქედან მოხდა გასროლა,” – აცხადებს დავით ხაჟალია.

რაც შეეხება პროკურორს, ამირან გულუაშვილი ამბობს, რომ ბრალდების მხარეს ყავს მოწმეები, რომლებიც მოყვებიან მომხდარის შესახებ და ბრალდებულებისათვის წაყენებული ბრალის საიმართლეს დაამტკიცებენ.

“პირადი მოტივი, რაც ფირცხალავას გააჩნდა ხუბულოვთან მიმართებაში და რის გამოც 2006 წლის 2 მაისს დაიგეგმა სპეცოპერაცია კორტებთან, არ გულისხმობს ერთ ჩვენებას. არის არაერთი მოწმე, რომლებიც ამ ყველაფერს ყვებიან. ეს მოწმეები მოვლენ სასამართლო სხდომებზე,” – აცხადებს პროკურორი ამირან გულუაშვილი.

news
ავტ.: news ივლისი 9, 2015 15:11