პროექტი ,,რევოლუციური ეზო” არ შედგა

"ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე “დაიცავი საქართველოს” სამეგრელოს ორგანიზაციის ხელმძღვანელს კახა მიქაიადღეს, ინტერნეტ სივრცეში სააკაშვილსა და ბოკერიას, აგრეთვე სააკაშვილსა და გვარამიას შორის სატელეფონო საუბრების გავრცელების შემდეგ, კარგად გამოძინებულმა ნიკა გვარამიამ აღიარა სატელეფონო საუბრების ავთენტურობა და სააკაშვილთან ერთად რევოლუციური სცენარით ხელისუფლებაში დაბრუნების შესაძლებლობა.

დაბნეული ,,რუსთავი2″-ის ჟურნალისტები ცხრასაათიან კურიერში სასწრაფოდ გაემიჯნენ საკუთარი ბელადის ავანტიურისტულ ზრახვებს და ,,დემოკატიული” პროცესისათვის მიუღებელ ატრიბუტიკას: ბოევიკები, ბარიკადები, შაშხანები და ა.შ. საქართველო გადაურჩა ათასხუთას, ჰა, ჰა, ორიათას კაციან რევოლუციას. პროექტი ,,რევოლუციური ეზო” არ შედგა.ყველაფერი მშვიდობიანად დამთავრდა. ჭირი იქა, ლხინი აქა, ქატო იქა, ფქვილი აქა!-ასე ეხმიანება “დაიცავი საქართველოს” ლიდერი კახა მიქაია უკრაინულ ვებ-გვერდი uareview.in.ua მიხეილ სააკაშვილის მორიგ სატელეფონო საუბრების ჩანაწერეს.

ვირუსის ბლოკატორები