პრემიერ-მინისტრმა აჭარის მთავრობის მეთაურთან და დავით ბალაძესთან სამუშაო შეხვედრა გამართა

news
ავტ.: news ივლისი 9, 2015 18:14

პრემიერ-მინისტრმა აჭარის მთავრობის მეთაურთან და დავით ბალაძესთან სამუშაო შეხვედრა გამართა

მნიშვნელოვანი

  • პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა აჭარის მთავრობის მეთაურთან, არჩილ ხაბაძესთან და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრთან, დავით ბალაძესთან სამუშაო შეხვედრა გამართა.

სხვა სტატიები

პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა აჭარის მთავრობის მეთაურთან, არჩილ ხაბაძესთან და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრთან, დავით ბალაძესთან სამუშაო შეხვედრა გამართა.

შეხვედრაზე აჭარის რეგიონში მიმდინარე პროექტები განიხილეს და ბოლო ორი კვარტლის მონაცემები შეაჯამეს. საუბარი შეეხო ტურისტული სეზონის საკითხებს და მასთან დაკავშირებულ სიახლეებს. აჭარის მთავრობის წარმომადგენლებმა პრემიერ–მინისტრს საინვესტიცო პროექტებზე ინფორმაცია მიაწოდეს.

შეხვედრას მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებსა და ადგილობრივ თვითმმართველ ორგანოებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი გიორგი ამაშუკელი დაესწრო.

news
ავტ.: news ივლისი 9, 2015 18:14

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


5,251
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics