პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ოლიმპიური ფესტივალის გახსნის მოსამზადებელ სამუშაოებს გაეცნო

news
ავტ.: news ივლისი 18, 2015 21:55 განახლებულია

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ოლიმპიური ფესტივალის გახსნის მოსამზადებელ სამუშაოებს გაეცნო

მნიშვნელოვანი

  • ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის გახსნის ცერემონიისთვის მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე რეპეტიცია მიმდინარეობს.

სხვა სტატიები

ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის გახსნის ცერემონიისთვის მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე რეპეტიცია მიმდინარეობს.

სამზადისი ოლიმპიური ცეცხლის დანთების, სპორტსმენების აღლუმის, ფიცის მიღების, სიტყვით მიმართვის და ევროპული და ქართული ისტორიულ-ტრადიციული ელემენტებით მხატვრული შოუს თემებზე მიმდინარეობს.
სტადიონზე მონტაჟდება სცენა და შესაბამისი დეკორაციები. ფესტივალის გახსნის სამზადისს დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გაეცნო.
განხორციელებული სამუშაოების შესახებ ინფორმაცია, მთავრობის მეთაურს, თბილისის მერმა დავით ნარმანიამ, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა და „თბილისი 2015“-ის საორგანიზაციო კომიტეტის ხელმძღვანელმა ალექსი ახვლედიანმა მიაწოდეს.
ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის გახსნის ცერემონია მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე 26 ივლისს გაიმართება.
news
ავტ.: news ივლისი 18, 2015 21:55 განახლებულია

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


9,509
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics