პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

news
ავტ.: news სექტემბერი 7, 2015 15:11

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

მნიშვნელოვანი

  • საქართველო–ლიტვის ურთიერთობების ძირითადი საკითხები განიხილეს პრემიერ–მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის და ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრ ლინას ლინკევიჩიუსის შეხვედრაზე.

სხვა სტატიები

საქართველო–ლიტვის ურთიერთობების ძირითადი საკითხები განიხილეს პრემიერ–მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის და ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრ ლინას ლინკევიჩიუსის შეხვედრაზე.

მხარეებმა ხაზი გაუსვეს ორ ქვეყანას შორის არსებულ მეგობრულ და პარტნიორულ თანამშრომლობას და აღმასრულებელ და საკანონმდებლო დონეზე არსებული ვიზიტების მაღალ დინამიკას.

საქართველოს მთავრობის მეთაურმა მადლობა გადაუხადა ლინას ლინკევიჩიუსს იმ პოლიტიკური მხარდაჭერისა და გამოცდილების გაზიარებისთვის, რასაც ლიტვა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე ახორციელებს.

მხარეებმა ქვეყანაში განხორციელებულ რეფორმებზე ისაუბრეს და მიღწეული პროგრესი აღნიშნეს.

შეხვედრაზე ყურადღება დაეთმო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებას და რეგიონში არსებულ გამოწვევებს. ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ ლიტვის მტკიცე მხარდაჭერა.

შეხვედრას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დაესწრო.

news
ავტ.: news სექტემბერი 7, 2015 15:11

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


9,509
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics