პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ წამებისა და გაუპატიურების ვიდეოკადრებს თავად “ნაციონალური მოძრაობა” ავრცელებს

news
ავტ.: news ოქტომბერი 22, 2015 10:26

პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ წამებისა და გაუპატიურების ვიდეოკადრებს თავად “ნაციონალური მოძრაობა” ავრცელებს

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ინფორმაციით, ადამიანების წამებისა და გაუპატიურების ამსახველ ვიდეოკადრებს მედიასივრცეში თავად “ნაციონალური მოძრაობა” ავრცელებს. ამის შესახებ პრემიერმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა და მიზეზად “ნაციონალების” კომერციული ინტერესი დაასახელა.

“მოვისმინე ექსპერტების, არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასებები იმასთან დაკავშირებით, რომ ამ კადრების გავრცელება არის ცუდი. კი ბატონო, ჩვენ ვთანხმდებით, რომ ეს ძალიან ცუდია და საზოგადოებამ ნახა შოკისმომგვრელი ვიდეოები. სხვათაშორის, ორი წლის წინ, როცა ეს საქმე ჩემი მინისტრობის დროს იქნა გამოძიებული, შეგნებულად გადავწყვიტეთ, რომ ამ ვიდეოების გავრცელება არ შეიძლებოდა, რათა არ გამოწვეულიყო საყოველთაო აგრესია ისევ “ნაციონალების” მისამართით – ჩვენ ისევ ეს ადამიანები დავიცავით. რაოდენ პარადოქსულად არ უნდა ჟღერდეს, დიახ, ჩვენ ისინი დავიცავით და ადამიანურობა გამოვიჩინეთ, მაგრამ მათ არ არ ესმით”,-აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ახლა, როგორც ჩანს, იმის გამო, რომ მათ შიგნით, გუნდში აქვთ სერიოზული არეულობა, გარკვეული კომერციული ინტერესების გამო თავად ავრცელებენ ამ ვიდეოებს.

“ჩემი ინფორმაციით ასეთი რამ ხდება. ასე რომ, საზოგადოებამ თავად უნდა შეაფასოს, თუ რასთან გვქონდა ჩვენ საქმე, რომ ეს არ იყო რაღაც მოგონილი ისტორიები, დადგმული ამბავი, რომ საქმე რეალურ ისტორიებთან გვქონდა”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
ირაკლი ღარიბაშვილმა “ნაციონალური მოძრაობის” წევრებსაც მიმართა და დაინტერესდა, რა შეფასებას გააკეთებდნენ ისინი იმ შემთხვევაში, წამების და არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი მათი ოჯახის წევრები რომ ყოფილიყო.
“მე ძალიან მაინტერესებს და მივმართავ ისევ ამ პატივცემულ ადამიანებს – ესა თუ ის მსხვერპლი, რომელიც ამ ვიდეოებში ფიგურირებს, მათი ოჯახის წევრები, ახლობლები, ნათესავები რომ ყოფილიყვნენ, მაშინ როგორ შეფასებას გააკეთებდნენ? მაშინ მთავარი აქცენტი იქნებოდა იმაზე, თუ როგორ მოხდა ამ ვიდეოს გავრცელება, თუ იმ საშინელებაზე, რაც ამ კადრებში ხდება? მე მაქვს იმედი, რომ სამართლიანობის შეგრძნეება ყველას გვაქვს და ჩვენ სიმართლე უნდა ველაპარაკოთ ხალხს”, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

news
ავტ.: news ოქტომბერი 22, 2015 10:26

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


7,505
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics