პრემიერმინისტრი საქართველოს მოქალაქეების სირიაში წასვლას ეხმაურება

news
ავტ.: news აპრილი 15, 2015 16:07

პრემიერმინისტრი საქართველოს მოქალაქეების სირიაში წასვლას ეხმაურება

საქართველოს მოქალაქეების სირიაში წასვლას პრემიერმინისიტრი ირაკლი ღარიბაშვილი გამოეხმაურა.

მან ამ საკითხზე საუბრის დასაწყისში ლაფანყურის სპეცოპერაცია გაიხსენა.

“მე აღარ მინდა პარალელი გავავალო წინა და ჩვენს მთავრობას შორის, თუ რა პოლიტიკა არსებობდა. ერთ მაგალითს შევახსენებ საზოგადოებას. ლაფანყურის სპეცოპერაცია წინა მთავრობის უგუნური პოლიტიკის შედეგი იყო, შეიარაღებული ჯგუფები თავისუფლად გადაადგილდებოდნენ საქართველოს ტერიტორიაზე. ჩვენმა მთავრობამ მოვახერხეთ, რომ, თუნდაც, სოჭის ოლიპიადის დროს, ეს ტერიტორია გაკონტროლებული გვქონდა,” -განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

პრემიერმინისტრმა მოქალქეების სირიაში წასვლას სამწუხარო და მიუღებელი უწოდა. მან ამავე დროს აღნიშნა, რომ სირიაში წასვლა მთელ მსოფლიოს აწუხებს და საქართველო გამონაკლისი არ არის.

“ეს არის მთელი მსოფლიოს თავის სატკივარი და მსოფლიოს ლიდერები ვერ პოულობენ გამოსავალს, თუ როგორ უნდა მოახდინონ პრევენცია და აღკვეთონ მოხალისეების წასვლა სირიაში. კითხვა მდგომარეობს იმაში, როგორ არ მოხდა პრევენცია და როგორ არ მოხდა ჩვენი მთავრობის მიერ 2-3 ადამიანის წასვლა. ძალიან სამწუხაროა და მიუღებლია. ოჯახის წევრებს მინდა ვუთხრა, რომ გავნიცდით ამ საკითხს, მაგრამ, მეორე მხრივ, ეს არის საკითხი, რომელიც მთელ მსოფლიოს აწუხებს, საქართველო არ არის გამონაკლისი,” – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

news
ავტ.: news აპრილი 15, 2015 16:07