პრემიერი სკანდალური კადრების გავრცელების ერთ–ერთ ვერსიას ასახელებს

news
ავტ.: news ოქტომბერი 18, 2015 15:52

პრემიერი სკანდალური კადრების გავრცელების ერთ–ერთ ვერსიას ასახელებს

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, უკრაინულ საიტზე, წამებისა და გაუპატიურების ამსახველი ვიდეომასალის გავრცელებაზე, მრავალი ვერსია არსებობს.

მისი თქმით, კადრების გავრცელების ერთ-ერთ ვერსიად განიხილებიან ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები, რომლებმაც ეს ფირები უკრაინაში გაყიდეს.

წამების ამსახველი კადრები ჩემი შინაგან საქმეთა მინისტრობის დროს იქნა აღმოჩენილი, ჩვენ გამოვიძიეთ ეს ძალიან მძიმე დანაშაული და ოპერატიულად გავხსენით საქმე; ყველა დამნაშავე პირი იქნა დასჯილი, მათ მისჯილი აქვთ 9-12 წლები,-ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან თემის კომენტირებისას განაცხადა.

მისი განმარტებით, წამების ამსახველი კადრების გასაჯაროების ფაქტს გამოძიება იკვლევს.

“სავარაუდოდ ამ კადრების ბევრი ასლი არსებობს. როგორ მოხდა მისი გავრცელება? არსებობს ბევრი ვერსია, მაგრამ მთავარი არის ის რომ, სააკაშვილის ხელისუფლებამ შექმნა სადისტური რეჟიმი, ისინი სასტიკად აწამებდნენ საკუთარ მოსახლეობას. “ნაციონალური მოძრაობა,” რომლებიც დღესაც აცხადებს პრეტენზიას ქვეყნის მართვაზე, ვერ აცნობიერებს იმ მძიმე დანაშაულს, რომელიც ჩაიდინეს მოსახლეობის წინაშე. ქართველმა ხალხმა მათ უკვე გამოუტანა განაჩენი 2012 წლის 1 ოქტომბერს. ეს კადრები კი კიდევ ერთი დასტურია იმის, რომ საქართველოში არანაირი დემოკრატია არ არსებობდა, ადამიანებს აწამებდნენ. კადრების გავრცელების ფაქტს რაც შეეხება, საუბარია რამდენიმე ვერსიაზე, რომ იგივე ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მიჰყიდეს უკრაინელებს და ასე შემდეგ. ამას გამოძიება დაადგენს,” – აღნიშნა პრემიერმა.

მისივე თქმით, რიგი მედიასაშულებებით გავრცელებული ინფორმაცია, წამების ამსახველი კადრების განადგურების შესახებ, არასწორია.

“მე არ მიმიცია დაპირება ამ კადრების განადგურების, ამის უფლება არ მქონდა, რადგან კანონზე მაღლა არავინ დგას. ჩვენ გავანადგურეთ პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოფირები. რაც შეეხება წამების კადრებს, ამის განადგურების უფლება არავის აქვს, ის ინახება საქმეში, პროკურატურაში,” – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

 

news
ავტ.: news ოქტომბერი 18, 2015 15:52

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


9,509
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics