პრემიერი საზოგადოებას თსუ-ის დაარსების 97-ე წლისთავს ულოცავს

news
ავტ.: news თებერვალი 8, 2015 16:05

პრემიერი საზოგადოებას თსუ-ის დაარსების 97-ე წლისთავს ულოცავს

პრემიერი საზოგადოებას თსუ-ის დაარსების 97-ე წლისთავს ულოცავსპრემიერ-მინისტრი თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებს, სტუდენტებს, ყველა მის კურსდამთავრებულს უნივერსიტეტის დაარსების 97-ე წლისთავს ულოცავს.

“97 წლის წინ, დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს, ჩვენმა დიდმა მეცნიერებმა დააარსეს ევროპული ტიპის უმაღლესი სკოლა, სადაც შესაძლებელი გახდა ეროვნული და ევროპული ღირებულებების შერწყმა, ზოგადსაკაცობრიო იდეალების მსახურება. ამიტომაც ათწლეულების განმავლობაში უნივერსიტეტი ჩვენი ქვეყნისთვის განათლების, ქართული მეცნიერებისა და კულტურის უმნიშვნელოვანესი კერა იყო. დღეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტმა უპასუხოს ყველა თანამედროვე მოთხოვნას, შეინარჩუნოს და შეასრულოს მთავარი საგანმანათლებლო ცენტრის ფუნქცია”, – ნათქვამია ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებაში.

news
ავტ.: news თებერვალი 8, 2015 16:05

Google სტატისტიკა


7,467
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics