პრემიერი “რიქსოსის” ხუთვარსკვლავიან სასტუმრო კომპლექსს გახსნის

news
ავტ.: news იანვარი 13, 2015 21:49

პრემიერი “რიქსოსის” ხუთვარსკვლავიან სასტუმრო კომპლექსს გახსნის

მნიშვნელოვანი

  • სასტუმროს 9 სართულზე 151 ნომერია განთავსებული. კომპლექსი დასვენებისთვის აუცილებელი თანამედროვე ინფრასტრუქტურით არის აღჭურვილი და საკონფერენციო დარბაზებს, ჩოგბურთისა და ფეხბურთის სათამაშო მოედნებს, საცურაო აუზს და სატრენაჟორო დარბაზს მოიცავს.

სხვა სტატიები

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ხვალ, ლიკანში “რიქსოსის” ხუთვარსკვლავიან სასტუმრო კომპლექსს გახსნის.
როგორც “თაიმერს” მთავრობის პრესსამსახურიდან აცნობეს, სასტუმრო კომპლექსის გახსნის ცერემონიას, ირაკლი ღარიბაშვილის გარდა, ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორი ირაკლი კოვზანაძე, ნავთობკომპანია “ყაზტრანს ოილის” დირექტორი კაბილდინ კაიერგელდი და ყაზახეთის რესპუბლიკის ელჩი საქართველოში ერმუჰამეტ ერტისბაევი დაესწრებიან.
სასტუმროს 9 სართულზე 151 ნომერია განთავსებული. კომპლექსი დასვენებისთვის აუცილებელი თანამედროვე ინფრასტრუქტურით არის აღჭურვილი და საკონფერენციო დარბაზებს, ჩოგბურთისა და ფეხბურთის სათამაშო მოედნებს, საცურაო აუზს და სატრენაჟორო დარბაზს მოიცავს.
კომპლექსი საპარტნიორო ფონდის და ყაზახური კომპანია “ყაზმუნაიგაზის” ერთობლივი ინვესტიციით აშენდა და მისი ჯამური ღირებულება 48 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს. საპარტნიორო ფონდის მონაწილეობა პროექტში კაპიტალის 50%-ია.
მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, საპარტნიორო ფონდის ახალ მენეჯმენტს პროექტი შეჩერებული დახვდა. ახალმა მენეჯმენტმა პროექტის დასასრულებლად დაიწყო მოლაპარაკებები, რის შედეგადაც უზრუნველყოფილ იქნა მშენებლობის შეუფერხებელი პროცესი. მშენებლობის დროს ობიექტზე 600-მდე ადგილობრივი მუშაობდა. ამჟამად, “რიქსოს ბორჯომმა” მუდმივ შტატში 200 ადამიანი აიყვანა და დასაქმებულთა რიცხვის გაზრდას გეგმავს.

news
ავტ.: news იანვარი 13, 2015 21:49

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


9,509
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics