პრემიერი ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის საკითხებში მთავრობის სპეციალურ მრჩევლს შეხვდა

ირაკლი ღარიბაშვილმა და ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის საკითხებში მთავრობის სპეციალურმა მრჩევლმა, მაიკლ ო’ბოილიმ სამუშაო შეხვედრაზე მიმდინარე ინსტიტუციური რეფორმები განიხილეს.

მხარეებმა თანამშრომლობის საკითხებზე იმსჯელეს და სამოქმედო გეგმა დასახეს.

„პრემიერ–მინისტრთან შეხვედრის მიზანი იყო ჩემი მანდატის სამოქმედო არეალის ზუსტი განსაზღვრა. როგორც იცით, ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა მთხოვა, ვყოფილიყავი საქართველოს მთავრობის მრჩეველი ადამიანის უფლებების და კანონის უზენაესობის საკითხებში. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მანდატი. მე უკვე მქონდა შეხვედრა სხვადასხვა უწყების წარმომადგენელებთან. საკითხები, რომლებზეც ვიმუშავებ, იქნება კანონის უზენაესობა, მართლმსაჯულების რეფორმა, პროკურატურის რეფორმა და შესაძლოა, შინაგან საქმეთა სამინისტროს რეფორმაც შევიდეს ჩემი მანდატის ქვეშ,“–განაცხადა მაიკლ ო’ბოილმა შეხვედრის დასრულების შემდეგ.

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას პრემიერ-მინისტრის თანაშემწე ადამიანის უფლებებისა და გენდერული თანასწორობის საკითხებში, სოფო ჯაფარიძეც დაესწრო.

მაიკლ ო’ბოილი საქართველოს მთავრობის სპეციალურ მრჩევლად ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის საკითხებში, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მოწვევითა და ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის წარდგინებით დაინიშნა.

ვირუსის ბლოკატორები