“პრემიერისგან მივიღე ისეთი შეურაცხყოფა, რომელსაც არ ვიმსახურებდი”

news
ავტ.: news ოქტომბერი 26, 2015 13:20

“პრემიერისგან მივიღე ისეთი შეურაცხყოფა, რომელსაც არ ვიმსახურებდი”

მნიშვნელოვანი

  • საპარლამენტო უმცირესობის წევრის ტარიელ ლონდარიძის განცხადებით, ის, აკაკი ბობოხიძე და გიორგი ვაშაძე მთავრობის ადმინისტაციაში მთის განვითარების სახელმწიფო კომისიის სხდომაზე დასასწრებად იყვნენ მისულები.

სხვა სტატიები

საპარლამენტო უმცირესობის წევრის ტარიელ ლონდარიძის განცხადებით, ის, აკაკი ბობოხიძე და გიორგი ვაშაძე მთავრობის ადმინისტაციაში მთის განვითარების სახელმწიფო კომისიის სხდომაზე დასასწრებად იყვნენ მისულები.

მისი თქმით, პრემიერმა ის დაადანაშაულა, რომ მისული იყო დებოშის ასატეხად და პრობლემების შესაქმნელად.

„პირველ რიგში, მინდა აღვნიშნო, რომ მეც ვარ ამ კომისიის წევრი. მადლობა, რომ შეყვანილი ვარ ამ კომისიაში იქიდან გამომდინარე, რომ წარმოვადგენ ერთ-ერთ მაღალმთიან რეგიონს, ასპინძის რაიონს და სურვილი მქონდა და მაქვს, რომ ამ ტიპის კომისიაში აქტიურად ვიყო ჩართული. მოვედი იმიტომ, რომ დავსწრებოდი ამ კომისიას და დღის წესრიგთან დაკავშირებით გარკვეული კითხვები დამესვა პრემიერისთვის. ასევე, რამდენიმე საკითხი დღის წესრიგში შემეტანა. იმის მაგივრად, რომ პრემიერს, ამ კომისიის ხელმძღვანელს, მოეცა ჩემთვის საშუალება, რომ დღის წესრიგთან დაკავშირებით, ჩემი დამოკიდებულება გამომეხატა და გარკვეული წინდადადებები შემეტანა, ამის ნაცვლად, ბატონი ირაკლი არის რატომღაც აღშფოთებული. მე ვფიქრობ, რომ ეს პიროვნება არის სრულ აგონიაში. დამადანაშაულა, რომ მისული ვარ დებოშის ასატეხად და პრობლემების შესაქმნელად. ამის სურვილი არც გამაჩნდა და არც ახლა მაქვს. აქ ჩემი მეგობრები არიან მოსულები. მე წარმოვადგენ სამცხე-ჯავახეთის რეგიონს. მაგალითად, დასავლეთიდან არ არის წარმომადგენელი კომისიაში და სურვილი იყო, რომ დასწრებოდა აკაკი ბობოხიძე, ასევე, ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობიდან“ გიორგი ვაშაძე. გვსურდა, ჩვენი წინადადებები გამოგვეთქვა კომისიასთან დაკავშირებით. პრემიერისგან მივიღე ისეთი შეურაცხყოფა, რომელსაც არ ვიმსახურებდი და არცერთი ადამიანი არ იმსახურებს. ჩვენი კოლეგების არშეშვების საფუძველი არ არსებობდა იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ რამდენიმე დღის წინ, როცა ეს საკითხი დღის წესრიგში დადგა, ვაცნობეთ ადმინისტრაციას, თუ ვინ დავესწრებოდით. მათგან თანხმობა მივიღეთ. არამარტო 3, მეოთხე წევრიც იყო – ვაჟა ჩიტაშვილი, რომელიც ჯანმრთელობის პრობლემების გამო ვერ დაესწრო“, – განაცხადა ლონდარიძემ.

მთავრობის ადმინისტრაციაში მთის განვითარების ეროვნული საბჭოს პირველი სხდომა მიმდინარეობს, რომელზეც პრემიერ-მინისტრსა და საპარლამენტო უმცირესობის წევრ ტარიელ ლონდარიძეს შორის კამათი მოხდა.

news
ავტ.: news ოქტომბერი 26, 2015 13:20

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


4,647
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics