,,პრემია 262 ათასი არ უდრის 500 ათასს”– რიმა ბერაძე საჯარო ბოდიშს ითხოვს

news
ავტ.: news სექტემბერი 17, 2015 22:25

,,პრემია 262 ათასი არ უდრის 500 ათასს”– რიმა ბერაძე საჯარო ბოდიშს ითხოვს

მნიშვნელოვანი

  • მისივე თქმით, ეს ის ხაბეიშვილია, რომელიც ,,ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლებაში ყოფნის დროს იყო სოციალური სამსახურის უფროსის მოადგილე და 2014 წლის მაისში - 300, ივნისში კი - 250 პროცენტიანი პრემია ჩაერიცხა.

სხვა სტატიები

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოსთვის” თავმჯდომარე რიმა ბერაძე ,,ნაციონალური მოძრაობის”” წარმომადგენლებისგან საჯაროდ ბოდიშის მოხდას ითხოვს. მისი თქმით, “ნაციონალური მოძრაობის”” ყოფილი თანამდებობის პირმა, ამჟამად ამავე პარტიის სატელიტი ორგანიზაცია “მედიატორის” დამფუძნებელმა ლევან ხაბეიშვილმა საკრებულოს უმრავლესობის მისამართით ცილისმწამებლური განცხადებები გააკეთა.
“გასაგებია, რომ ამ პიროვნებას აქვს მიზანი და ამოცანა მოსახლეობა შეიყვანოს შეცდომაში და ცრუ ინფორმაცია მიაწოდოს საზოგადოებას. ხაბეიშვილი განაწყენებულია, რადგან ის არ აირჩია სამგორის მოსახლეობამ და შესაბამისად დარჩა საკრებულოს მიღმა. ასევე გასაგებია ისიც, რომ ,,ნაციონალური მოძრაობის”” აქტივისტმა არ იცის ელემენტარული არითმეტიკა და მინდა განვუმარტო, რომ ჩვენს მიერ აპარატის თანამშომლებისთვის კანონიერი გზით გაცემული პრემიის თანხა 262 ათასი ლარი არ უდრის 500 ათას ლარს. ხაბეიშვილმა მაშინაც იცრუა, როდესაც ცილი დაგვწამა და საკრებულოს დეპუტატების დეკლარაციების გამოქვეყნებისას საზოგადოებას ისეთი სურათი დაუხატა, თითქოსდა ჩვენ მილიონერები ვართ. მან ვითომდა არ იცის, რომ საკრებულოს დეპუტატების ქონება, რაც მათ დააგროვეს ან გადაეცათ მემკვიდრეობით წინაპრებისგან (მათ შორის ათეულობით წლების წინ) არ არის ბოლო ერთი წლის განმავლობაში შეძენილი”, – განაცხადა ბერაძემ.
მისივე თქმით, ეს ის ხაბეიშვილია, რომელიც ,,ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლებაში ყოფნის დროს იყო სოციალური სამსახურის უფროსის მოადგილე და 2014 წლის მაისში – 300, ივნისში კი – 250 პროცენტიანი პრემია ჩაერიცხა.
“ბუნებრივია ჩვენ არ ვაპირებთ მატყუარა ხაბეიშვილს განმარტებები მოვთხოვოთ, მაგრამ მივმართავ კოლეგებს ,,ნაციონალური მოძრაობიდან”, დაგვისახელონ აპარატის რომელმა თანამშრომელმა, უმრაველესობის რომელ დეპუტატს გადასცა მის მერ აღებული კუთვნილი პრემია. წინააღმდეგ შემთხვევაში კატეგორიულად მოვითხოვთ, ჩვენმა კოლეგებმა საზოგადოებისა და საკრებულოს უმრავლესობის დეპუტატების წინაშე საჯაროდ მოიხადონ ბოდიში თავიანთი აქტივისტის – ლევან ხაბეიშვილის ცილისწამებლური განცხადებების გამო, რომელმაც კამპანიური ხასიათი მიიღო”,- განაცხადა რიმა ბერაძემ.

news
ავტ.: news სექტემბერი 17, 2015 22:25