„პრეზიდენტს მეტი კონსტრუქციულობა უნდა გამოეჩინა,“ – გიორგი ვოლსკი

news
ავტ.: news აპრილი 22, 2015 15:57

„პრეზიდენტს მეტი კონსტრუქციულობა უნდა გამოეჩინა,“ – გიორგი ვოლსკი

პრეზიდენტის რეზიდენციის საკითხი ისევ მსჯელობის თემაა.

მმართველი გუნდის წარმომდგენლები აცხადებენ, რომ იმ სტატუსიდან და უფლებამოსილებიდან გამომდინარე, რაც დღეს პრეზიდენტს აქვს, შესაბამისი იქნება რომ პრეზიდენტი გადავიდეს ათონელის რეზიდენციაში.

მმართველი გუნდის წევრები, საკონსტიტუციო ცვლილებებსაც არ გამორიცხავენ საიმისოდ, რომ პრეზიდენტის ადგილსამყოფელთან დაკავშირებით კონკრეტული ცვლილებები შევიდეს კონსტიტუციაში.

ქართული ოცნების თავმჯდომარის გიორგი ვოლსკის განცხადებით, კონსტიტუციაში სამომავლოდ განსაზღვრული უნდა იყოს პრეზიდენტის ადგილსამყოფელი.

„ვფიქრობ პრეზიდენტს მეტი კონსტრუქციულობა უნდა გამოეჩინა,“-განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

news
ავტ.: news აპრილი 22, 2015 15:57

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


9,509
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics