პრეზიდენტს აკისრია მნიშვნელოვანი როლი ქვეყნის შიგნითაც და გარეთაც, მაგრამ მიმდინარე საქმეებზე – წარმატებაზეც და წარუმატებლობაზეც, პირველ რიგში პასუხისმგებელია პრემიერ-მინისტრი თავისი გუნდით

თაიმერი timer.ge
: თაიმერი timer.ge სექტემბერი 26, 2015 21:42

პრეზიდენტს აკისრია მნიშვნელოვანი როლი ქვეყნის შიგნითაც და გარეთაც, მაგრამ მიმდინარე საქმეებზე – წარმატებაზეც და წარუმატებლობაზეც, პირველ რიგში პასუხისმგებელია პრემიერ-მინისტრი თავისი გუნდით

მნიშვნელოვანი

  • პრეზიდენტს აკისრია მნიშვნელოვანი როლი ქვეყნის შიგნითაც და გარეთაც, მაგრამ მიმდინარე საქმეებზე – წარმატებაზეც და წარუმატებლობაზეც, პირველ რიგში პასუხისმგებელია პრემიერ-მინისტრი თავისი გუნდით

სხვა სტატიები

პრეზიდენტის ყოველწლიური ანგარიშის მოსასმენად პარლამენტის კარი ღიაა ყველასთვისპრეზიდენტს აკისრია მნიშვნელოვანი როლი ქვეყნის შიგნითაც და გარეთაც, მაგრამ მიმდინარე საქმეებზე – წარმატებაზეც და წარუმატებლობაზეც, პირველ რიგში პასუხისმგებელია პრემიერ-მინისტრი თავისი გუნდით, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა ტელეკომპანია “იმედის” ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, მას შემდეგ, რაც საქართველოს კონსტიტუციამ პოლიტიკური ძალაუფლება პრემიერ-მინისტრის ოფისში გადაიტანა და პრემიერია აღმასრულებელი ხელისუფლების მეთაური, პრემიერ-მინისტრი და მთავრობაა პასუხისმგებელი პარლამენტისა და საზოგადოების წინაშე, როგორ წავა ქვეყნის საქმე შიგნით თუ გარეთ, ეკონომიკაში, თუ საგარეო პოლიტიკურ ურთიერთობებში.
“პრეზიდენტის საგარეო პოლიტიკური აქტივობები მნიშვნელოვანია, მაგრამ ის უნდა იყოს მთავრობის მიერ ჩამოყალიბებული პოლიტიკის შიგნით და არ მაქვს საფუძველი, ვთქვა, რომ დღეს ასე არ არის. თუ პრეზიდენტი ამას არ ეთანხმება, ვალდებული და იძულებულია, თავი შეიკავოს ზედმეტი აქტივობებისგან, რადგან მას არ შეუძლია, შეასრულოს გარეთ აღებული ვალდებულებები. მაგალითად, ხელშეკრულებაზე ხელმოწერის უფლება აქვს პრეზიდენტს, მაგრამ თუ იმ ხელშეკრულებაში ნაკისრ ვალდებულებას მთავრობა არ ეთახმება, ის ხელშეკრულება ვერ შესრულდება და ქვეყანა დაზარალდება. ეს ძალიან კარგად იცის პრეზიდენტმაც და მთავრობამაც, ამიტომ ასეთ საკითხებზე მიმდინარეობს მუშაობა და საჭიროა ამის კიდევ უფრო დახვეწა. სჯობს, არ იყოს ამ ტიპის საუბრების საბაბი”, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

თაიმერი timer.ge
: თაიმერი timer.ge სექტემბერი 26, 2015 21:42

გამოკითხვა

ზუგდიდის მერობის არჩევნებში რომელი კანდიდატი გაიმარჯვებს?

  • სანდრა რულოვსი (66%, 1 551 ხმა)
  • გიორგი (გეგა) შენგელია (26%, 615 ხმა)
  • ზვიად სიჭინავა (4%, 103 ხმა)
  • თენგო ჯგუშია (3%, 81 ხმა)

ხმები სულ: 2 350

Google სტატისტიკა


9,832
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics