პრეზიდენტმა გარდაცვლილი მაშველი “სამოქალაქო თავდადებისთვის” დააჯილდოვა

news
ავტ.: news ივნისი 19, 2015 14:30 განახლებულია

პრეზიდენტმა გარდაცვლილი მაშველი “სამოქალაქო თავდადებისთვის” დააჯილდოვა

მნიშვნელოვანი

  • საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოების დროს სამსახურებივი მოვალეობის შესრულებისას დაღუპული მეხანძრე-მაშველი ზურაბ მუზაშვილი მამაცობისთვის, სამაგალითო მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობისა და თავდადებისათვის მედლით დააჯილდოვა.

სხვა სტატიები

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოების დროს სამსახურებივი მოვალეობის შესრულებისას დაღუპული მეხანძრე-მაშველი ზურაბ მუზაშვილი მამაცობისთვის, სამაგალითო მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობისა და თავდადებისათვის მედლით დააჯილდოვა.
ქვეყნის პირველი პირის შესაბამის განკარგულებას პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.
“საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა 13 ივნისს მდინარე ვერეს ხეობაში მომხდარი წყალდიდობის დროს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას გამოჩენილი განსაკუთრებული მამაცობისთვის, სამაგალითო მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობისა და თავდადებისათვის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ – საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს (დეპარტამენტი) ქ. თბილისის საგანგებო სიტუაციების მართვის მთავარი სამმართველოს ვაკე-საბურთალოს სახანძრო-სამაშველო სამსახურის I სახანძრო-სამაშველო ნაწილის (განყოფილება) უმცროსი ინსპექტორი (მეხანძრე-მაშველი) ზურაბ მუზაშვილი დაჯილდოვა მედლით ,,სამოქალაქო თავდადებისათვის” (სიკვდილის შემდეგ)”, – აცხადებენ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში.

news
ავტ.: news ივნისი 19, 2015 14:30 განახლებულია

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


7,232
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics