“პრეზიდენტი საკმაოდ აღელვებული მომეჩვენა”

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის თანამდებობაზე ზვიად კვაჭანტირაძე დასახელდა

უმრავლესობის ლიდერობის კანდიდატისთვის მიუღებელია პრეზიდენტის ის განცხადება, რომელიც გიორგი მარგველაშვილმა დღეს გააკეთა რუსთავი 2-ის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით.

“პრეზიდენტი საკმაოდ აღელვებული მომეჩვენა და ასევე მომეჩვენა, რომ მის გამოსვლაში აქცენტები მაინც ცოტა გადამეტებულად იყო გაკეთებული. ჩემთვის აბსოლუტურად გაუგებარია, რის საფუძველზე და რა მოტივაციიდან შეიძლება დღეს ვისაუბროთ, რომ კონსტიტუციურ წესრიგს რაიმე საფრთხე ემუქრება საქართველოში,” – აღნიშნავს ზვიად კვაჭანტირაძე.

პრეზიდენტის დღევანდელი განცხადება გააკრიტიკა პარლამენტის ფრაქცია ქართული ოცნება – რესპუბლიკელების თავმჯდომარის მოადგილემაც.

“კონსტიტუციური წესრიგი პირველ რიგში იმას გულისხმობს, რომ ხელისუფლების დანაწილების პრინციპი არსებობს კონსტიტუციის თანახმად და ამის ძირითადი დანიშნულება ის არის, რომ ხელისუფლების შტოები ერთმანეთის საქმიანობაში არ ჩავერიოთ და არ მოვუწოდოთ ვინ რა გავაკეთოთ. სწორედ ეს არის ამ წესრიგის დარღვევის გამოვლინება,” – განმარტა თამარ კორძაიამ.

ვირუსის ბლოკატორები