პრეზიდენტი რუსთავი 2–ის საკითხზე პირველ კომენტარს აკეთებს

news
ავტ.: news ოქტომბერი 20, 2015 21:35

პრეზიდენტი რუსთავი 2–ის საკითხზე პირველ კომენტარს აკეთებს

მნიშვნელოვანი

  • "საქართველოში დაბრუნების შემდეგ აქტიურად ჩავერთვები რუსთავი2-ის ირგვლივ მიმდინარე მოვლენების განხილვაში," – თქვა გიორგი მარგველაშვილმა თემის კომენტირებიოსას.

სხვა სტატიები

რუსთავი 2 – ის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს საქართველოს პრეზიდენტი ისრაელიდან გამოეხმაურა.

“საქართველოში დაბრუნების შემდეგ აქტიურად ჩავერთვები რუსთავი2-ის ირგვლივ მიმდინარე მოვლენების განხილვაში,” – თქვა გიორგი მარგველაშვილმა თემის კომენტირებიოსას.

პრეზიდენტი თვლის, რომ მედიის მრავალფეროვნება მნიშვნელოვანია.

“საქართველო დემოკრატიული ქვეყანაა და შედგება კიდევ უფრო ძლიერ დემოკრატიულ ქვეყნად იმ ვითარებაში, როდესაც მედიის მრავალფეროვნება იქნება გარანტირებული. იქნება ეს რუსთავი2 თუ სხვა მედიასაშუალებები.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და გასათვალისწინებელია ის პოლიტიკური ფონი, რომელშიც ჩვენ ვიმყოფებით. ქვეყანა ორიენტირებულია ევროპულ ღირებულებებზე, ევროპული ტიპის საზოგადოების და პოლიტიკური სისტემის აშენებაზე.

ამ ფონზე მედიის მრავალფეროვნება და განსაკუთრებით იმ პროცესებში, რომელშიც ჩვენ რეალურად საარჩევნო წელიწადში შევდივართ, არის უმნიშვნელოვანესი.

საქართველოში დაბრუნების შემდეგ აქტიურად ჩავერთვები რუსთავი2-ის ირგვლივ მიმდინარე მოვლენების განხილვაში” – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

news
ავტ.: news ოქტომბერი 20, 2015 21:35

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


9,315
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics