პრეზიდენტი პარლამენტს მარტის ბოლოს ეწვევა

გიორგი მარგველაშვილი რიგგარეშე საპარლამენტო სხდომის მოწვევას ამ ეტაპზე საჭიროდ არ მიიჩნევს

Margvelashvili-_2716132kპრეზიდენტი პარლამენტში ყოველწლიური ანგარიშით გამოსვლას მომავალ სასესიო კვირას გეგმავს, მაგრამ პრეზიდენტის პარლამენტში გამოსვლის ფორმატი ჯერ კიდევ დაუზუსტებელია.

ამის შესახებ ჟურნალისტებს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა, გიორგი კვერენჩხილაძემ, განუცხადა.

მოქმედი კანონმდებლობით, პრეზიდენტის გამოსვლის ფორმატს პარლამენტი ადგენს. რაც შეეხება პრეზიდენტის მოხსენების თარიღს, კვერენჩხილაძის თქმით, გადაწყვეტილია, რომ მარგველაშვილი საკანონმდებლო ორგანოში მომდევნო პლენარული სხდომის კვირაში მივა. თუმცა, კონკრეტული დღეც დასაზუსტებელია და ამაზე გადაწყვეტილებას ბიურო ამ კვირაში მიიღებს.

რეკლამის ბანერი
წინა სტატიაშინოდარ ხადური: ჩვენ მთავრობის წინაშე ვიყავით პასუხისმგებელი და 5 მარტს ინფორმაცია მას წარვუდგინეთ
შემდეგი სტატიაერაყში ტერორისტების ამერიკელი და ებრაელი ინსტრუქტორები დააკავეს