პრეზიდენტის ყოველწლიური ანგარიშის მოსასმენად პარლამენტის კარი ღიაა ყველასთვის–დავით უსუფაშვილი

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge მარტი 23, 2015 21:12

პრეზიდენტის ყოველწლიური ანგარიშის მოსასმენად პარლამენტის კარი ღიაა ყველასთვის–დავით უსუფაშვილი

პრეზიდენტის ყოველწლიური ანგარიშის მოსასმენად პარლამენტის კარი ღიაა ყველასთვის, ვისაც პარლამენტში მოსვლის სურვილი ექნება, – ასე ეხმაურება პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი პრეზიდენტის პარლამენტში გამოსვლაზე დასასწრებად მთავრობის სახელისუფლებო შტოებისა და დიპლომატიური წარმომადგენლების მოწვევის უზრუნველყოფის თაობაზე პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის, გიორგი კვერენჩხილაძის მიმართვას.

 

დავით უსუფაშვილის განცხადებით, თანამდებობის პირებს, რომელთაც პარლამენტი ირჩევს თუ ნიშნავს, პარლამენტის სხდომაზე მისვლა ყოველგვარი მიწვევის და ნებართვის გარეშე შეუძლიათ.
“პრეზიდენთან ძალიან კონსტრუქციული და საქმიანი საუბრის შედეგად, განვსაზღვრეთ პრეზიდენტის პარლამენტში მოსვლის დრო და თარიღი. ეს იქნება 31 მარტს 13:00 საათზე, პრეზიდენტი პარლამენტში წარდგება ყოველწლიური მოხსენებით ქვეყნის მდგომარეობის შესახებ. ეს არის ჩვენი კონსტიტუციური ვალდებულება და კონსტიტუციური პროცესი, რომელსაც პარლამენტი ძალიან მაღალ დონეზე ჩაატარებს. რაც შეეხება იმას, თუ ვინ დაესწრება ამ ღონისძიებას და ვინ არა, მინდა განვაცხადო, რომ პარლამენტის სხდომაზე დასწრების უფლება ყოველგვარი დამატებითი ნებართვების, მოწვევის ან თხოვნების გარეშე აქვთ თანამდებობის პირებს, რომლებიც დანიშნული ან არჩეული არიან პარლამენტის მიერ. ამ დღესაც თითოეულ მათგანს ინდივიდუალურად თუ კოლექტიურად აქვთ საშუალება იმისა, რომ მობრძანდნენ პარლამენტში. ჩვენ მათ ყველას დავხვდებით, თუკი ისინი მობრძანდებიან. ადგილები საკმარისი გვაქვს და თუკი ვინმე მობრძანდება, ყველას მივუჩენთ. ამის პრობლემა არ იქნება, ჩვენ ვიღებთ პრეზიდენტს და ყველა, ვინც მობრძანდება, პარლამენტის კარი ღია იქნება და ორგანიზაციულად ყველაფერი უზრუნველყოფილ იქნება”, – აღნიშნა უსუფაშვილმა.

გიორგი მარგველაშვილი პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით 31 მარტს მივა.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge მარტი 23, 2015 21:12

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


8,454
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics